ავტორი:

"პოლიტიკაში ყოფნა, ეკას კი არა, ბიძინასაც არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს!" - რას ყვება ივანიშვილების ოჯახურ ცხოვრებაზე ეკა ხვედელიძის მეგობარი

"პოლიტიკაში ყოფნა, ეკას კი არა, ბიძინასაც არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს!" - რას ყვება ივანიშვილების ოჯახურ ცხოვრებაზე ეკა ხვედელიძის მეგობარი

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება და ყოველთვის ინტერესს იწვევს. ამ ცოტა ხნის წინ ქუთაისში მშენებარე უნივერსიტეტზე გადაღებულ კადრებში გამოჩნდა, მეუღლესთან ერთად, რამაც ეჭვები გააჩინა, რომ შეიძლება მალე ისიც პოლიტიკაში ვიხილოთ...

ეკატერინე ხვედელიძის უახლოესი მეგობარი, მხატვარ ნიკუშა შენგელაიას მეუღლე, ეკა ჭიჭინაძე kvirispalitra.ge-ს ესაუბრა ივანიშვილების ოჯახურ ცხოვრებაზე:

"გავრცელებულ ხმებზე, თითქოს ეკატერინე ხვედელიძე საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იქნება, გულწრფელად გითხრათ, ძალიან მეცინება... ეკატერინე ხვედელიძე იქნება პირველი ნომერი, მე მეორე და ასე შემდეგ... ისე, იმათ კი ვაჯობებთ ახლა რომ თავგანწირულად იბრძვიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად...

რა საპარლამენტო სიის პირველი ნომერი, რა სისულელეა?! - ივანიშვილები ბავშვს ელოდებიან და ახლა მხოლოდ მაგაზეა მთელი ოჯახის ყურადღება გადატანილი. მეც ვერიდები მათ ზედმეტად შეწუხებას.

ეკას კი არა, პოლიტიკაში ყოფნა, მგონი, ბიძინასაც არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს! ვერ ტოვებს, თორემ ერთი სული აქვს, მანდ აღარ იყოს. ეკას პოლიტიკაში მოსვლაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი!

- მშენებარე უნივერსიტეტზე გადაღებულ ვიდეოში მისმა გამოჩენამ ეჭვები გააჩინა...

- ძალიან კარგი რომ გამოჩნდა! რაც ვიცნობ, ორივე ცოლ-ქმარს სულ მაგ თემაზე აქვთ სასაუბრო. მთელი სულით და გულით უნდოდათ საქართველოში საუკეთესო უნივერსიტეტის აშენება. ხან ტერიტორია არ მისცეს, ხან რა შეფერხება ჰქონდათ.

თავიდან უნდოდათ კრწანისის ქუჩაზე, მერე დიღომში, მაგრამ საბოლოოდ ქუთაისში მოხერხდა და ძალიანაც კარგი! ეკასთვის უმნიშვნელოვანესია განათლების სფერო...წაიკითხეთ ვრცლად

სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წლის ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

4-5 დეკემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები ჟურნალისტ ანი მამულაშვილს, რომელიც სიმსივნემ იმსხვერპლა