ავტორი:

ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის ინიციატორი დიპლომატიური კორპუსი იყო, უშედეგოდ დასრულდა.

ელჩების ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იყო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს არავითარი წინადადება ან იდეა არ ჰქონდათ და კატეგორიული უარი თქვეს კომპრომისულ შეთავაზებაზე, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა:

"ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე გეტყვით: პირველი - მმართველი გუნდი ამ შემხვედრაზე მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ განუწყვეტლივ პრესს განიცდიდა საქართველოს მოქალაქეებისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ანუ ე.წ. ხელისუფლება არ წამოვიდოდა.

მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - არაფრისთვის მზად არ იყვნენ, არავითარი წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. მესამე, კატეგორიული უარი თვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც ოპოზიციამ მოამზადა და გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი. მეოთხე, ჩვენ დავადასტურეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა სრულიად უშედეგოდ დასრულდა, თუ ამას მოინდომებენ ჩვენი მედიატორები და სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ მეორე რაუნდსაც დავესწრებით.

არ მივცემთ არასდროს „ქართულ ოცნებას“ და ე.წ.მმართველ გუნდს იმის თქმის საშუალებას, რომ ოპოზიცია საუბრისთვის მზად არ არის“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკინის თქმით, "ე.წ. გერმანული მოდელი, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა, არის თუ არა კონსტიტუციური, ამაზე შედგა ღრმა მსჯელობა, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური".

მისივე თქმით, ოპოზიციამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი, რომლითაც „გერმანული მოდელის“ კონსტიტუციურობა წარმოჩინდებოდა.

"ჩვენი პოზიცია ურყევია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება, საკონსტიტუციო მოდელი, რაც წერია კონსტიტუციაში არის ძალაში და „გერმანული მოდელი“ არის ანტიკონსტიტუციური.

თუმცა, თუ იქნება სხვა რაიმე ტიპის შემოთავაზებები, რომლის შესახებაც გარკვეული მინიშნებები უცხოელი კოლეგებისგან გაკეთდა და თუ ეს შემოთავაზებები ჯდება იმ კონსტიტუციაში, რომელიც დღეს არის მოქმედი და 2020 წლის არჩევნებზე იქნება მოქმედი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ არ დაიზარებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს იყო ძალიან ღირსეული განხილვა, რომელშიც სხვადასხვა მხარე იყო ჩართული.

"ჩემი მოლოდინი არ იყო, რომ ჩვენ საბოლოო დასკვნებს გავაკეთებდით ამ შეხვედრის დროს. ამ შემთხვევაში მე რეალისტი არ ვიქნებოდი. ჩემი მოლოდინიც ის იყო, რომ მხარეებს მეტად გაეგოთ ერთმანეთის, თუ რა არის ძირითადი მოთხოვნები და იმედია, ეს შეხვედრა გახსნის სამომავლოდ კარს.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და შეხედულებები ამ დიალოგის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ზედმეტ დეტალებში თუ არ შევალ, ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, რომ დიალოგი შედგა. ვფიქრობ, შეთანხმება დიალოგის გაგრძელებაზე გვაჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზული პროცესი გვაქვს“, - განაცხადა ჰარცელმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის ამერიკის, გერმანიის და ევროკავშირის ელჩები.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"არ იყო ეს საუკეთესო განცხადება... არავინ არ ვიყავით საქმის კურსში" - ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის სახელით გავრცელებულ განცხადებაზე

„გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ