ავტორი:

"მამამ ტრაქტორის მართვა რომ მასწავლა, 7 წლის ვიყავი. თოხნაშიც მივხმარებივარ და ვენახშიც მიმუშავია" - ბარბარა სამხარაძე მეურნის ამპლუაში

"მამამ ტრაქტორის მართვა რომ მასწავლა, 7 წლის ვიყავი. თოხნაშიც მივხმარებივარ და ვენახშიც მიმუშავია" - ბარბარა სამხარაძე მეურნის ამპლუაში

ბარბარა სამხარაძე წარმატებული და ნიჭიერი ლაგოდეხელი გოგონაა, რომელიც 15 წლისა მეგაშოუ "ნიჭიერის" გამარჯვებული გახდა. ახლა ის უკვე სრულწლოვანია და სხვა მეგაშოუს, "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტია, იბრძვის, რომ ჩვენი ქვეყანა წლეულს "ევროვიზიის" კონკურსზე წარადგინოს.

ალბათ, იკითხავთ, "მამულ-დედულში" რაზე უნდა ილაპარაკოს მომღერალმა გოგონამო? ჩვენი რესპონდენტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანიდან არის, მისთვის სამეურნეო საქმიანობა უცხო სულაც არ არის. მშობლებს პატარაობიდან ეხმარებოდა, ტრაქტორის მართვაც იცის და ვენახში დასთან ერთადაც უმუშავია ტრაქტორით.

- ჩვენი რაიონი მჭიდროდ დასახლებულია იმერლებით, რომლებიც კახეთში გადმოსახლდნენ. ჩემი სოფელი აფენის თემს ეკუთვნის. როდესაც აფენში ხალხი სახლდებოდა, ჯერ ნიადაგს სინჯავდნენ, აინტერესებდათ, რამდენად მოსავლიანი იყო. ლეგენდასავით არის - იქ ერთ სიმინდს 7 ტარო გაუკეთებია და ხალხის მასობრივად დასახლების მიზეზი გამხდარა.

- რა მოდის ახლა თქვენს მიწაზე?

- მეზობელ სოფელში სულ საზამთრო მოჰყავთ. ჭაბუკიანი განთქმულია ნესვით, უმეტესად კი ვენახებით. სხვა სოფლები მებოსტნეობას მისდევენ - კიტრი, პამიდორი მოჰყავთ. არის დასახლებები, სადაც ვარდის, კივის პლანტაციები აქვთ.

- სამხარაძეები როდის ჩასახლდით ლაგოდეხში?

- ჩვენი გვარი ჭიათურიდანაა. სამხარაძეების ჭაბუკიანში დასახლების შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ჩემი დიდი ბაბუა და მისი მამა ჩემს სახლში რომ ცხოვრობდნენ, სადაც დავიბადე, ეს ნამდვილად ვიცი.

- თქვენს ოჯახს რა მოჰყავს?

- თითქმის ყველაფერი, ვენახი ეზოშიც გვაქვს და ეზოს გარეთაც, როგორც საერთოდ კახეთში. რქაწითელია გაშენებული.

- უფროსებს ბავშვობაში ეხმარებოდი?

- დიახ. ნივრის თოხნაში მივხმარებივარ, ლობიოს ახვევაში, ვენახშიც მიმუშავია. მიწაზე მუშაობა კარგი შეგრძნებაა, მერე როცა შენს გაკეთებულს უყურებ, გსიამოვნებს. როგორც იტყვიან, რასაც თესავ, იმას ბოლომდე იმკი. მთავარია, მღრღნელებმა არ გამოჭამონ მოსავალი და დროულად მოასწრო მიშველება.

- ტრაქტორის მართვა როდის ისწავლე?

- მამაჩემს ბიჭი არა ჰყავს, ამიტომ მე და ჩემი და ვითავსებთ ბიჭის სამუშაოებს. ვენახის ძირების გამოხვნა იქნება თუ სხვა რამ, ყოველთვის ვცდილობთ, მამას ზედმეტი მუშახელი არ დავაჭირვოთ და დავამტკიცოთ, რომ ქალებსაც შეგვიძლია. ბევრჯერ სამეზობლოში სალაპარაკო გავმხდარვართ, მუხლჩაუხრელად დგანან გოგოებიო. ვენახი ჩვენი შემოსავლის წყაროა.

მამამ ტრაქტორის მართვა რომ მასწავლა, 7 წლის ვიყავი. მერე ბაბუასთან დავდიოდით ტრაქტორით. რთულ გზებზე სწრაფი ორიენტაცია გჭირდება, რომ ბორბლები ორმოში არ ჩაგივარდეს...

- დღეს თბილისში ცხოვრობ, "ნიჭიერში" გამარჯვებისთვის ბინით დაგასაჩუქრეს. მიწის სიყვარული აქაც გამოგყვა და კორპუსის აივანზე პატარა ბაღ-ბოსტანიც გაქვს...

- ყველაფერი დედაჩემის დამსახურებაა. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, როცა მე და ჩემი და აქ ჩამოვედით, გენმოდიფიცირებული საკვები ნაკლებად გვეჭამა, ამიტომ დედამ გადაწყვიტა, რაც აივანზე დაეტეოდა, ყველაფერი მოგვეყვანა. დავთესეთ პიტნა, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ზაფრანა, წიწაკა... ყვავილებითაც გვინდოდა გაგველამაზებინა. ერთი დიდი ტომარა მიწა სოფლიდან ჩამოგვიტანეს მშობლებმა და ისეთი ნაყოფიერი აღმოჩნდა, მცენარეები, რომლებიც არ დაგვითესავს, თავისით ამოვიდა, მათ შორის პამიდორიც... სტუმრები რომ მოდიან, აივანზე მოწეულ პიტნის ჩაის ვასმევთ.

- რას გვეტყვი, როდის უნდა დაითესოს მწვანილი? წაიკითხეთ სრულად

ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიო 2019"-ზე გაემგზავრა - ფოტოები ლონდონიდან და ხმის მიცემის ახალი წესები

რა სიახლეები ელის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" მესამე სეზონზე

სად ცხოვრობს ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი და როგორ გამოიყურება შვილიშვილი, რომელიც ბებიის ასლია