ავტორი:

რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ "ქართუ ბანკის" საქმეზე ადეიშვილსა და მელიას

რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ "ქართუ ბანკის" საქმეზე ადეიშვილსა და მელიას

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილის განაჩენი ცნობილია.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

რაც შეეხება იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულ საქმეში ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ნიკა მელიას საქმეზე 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ამასთან, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა ის მიზეზები, თუ რის გამო გაჭიანურდა სასამართლო პროცესები. როგორც ხარჩილავამ აღნიშნა, გაჭიანურება სასამართლოს მიზეზით არ მომხდარა.

"ეს არ იყო სასამართლოს მიზეზი. პირველი და მთავარი, საქმე იყო მოცულებითი, დაახლოებით 100 ტომი იყო. ასევე, საწყის ეტაპზე მრავალპირიანი საქმე იყო. ასევე, ნიკანორ მელიას გამოუცხადებლობამ, გარკვეულ მიზეზებში საპატიო გამოუცხადებლობა იყო, ზოგ შემთხვევაში არა. ასევე, ნიკანორ მელია სხდომის დარბაზიდან გააძევეს, მას ადვოკატი დაენიშნა, საქმის მასალების გასაცნობად კი დრო დასჭირდა", - განაცხადა მოსამართლემ.

"ბანკი ქართუს" საქმეზე ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2013 წელს წაუყენეს. მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავებიან.

პარლამენტთან აქციაზე 16 პირია დაკავებული

ცინცაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს