ავტორი:

"სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები ჟურნალისტ ანი მამულაშვილს, რომელიც სიმსივნემ იმსხვერპლა

"სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო..." - როგორ იხსენებენ მეგობრები ჟურნალისტ ანი მამულაშვილს, რომელიც სიმსივნემ იმსხვერპლა

სიმსივნესთან 6-წლიანი ბრძოლის შემდეგ, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ანი მამულაშვილი გარდაიცვალა. უმძიმესი დიაგნოზის მიუხედავად, ორი მცირეწლოვანი შვილის დედას, არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ ვერაგ დაავადებას ვერ დაამარცხებდა... თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლო...

ანი მამულაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა "რუსთავი 2"-ში, ტელეკომპანია "იმედში", საიდანაც 2007 წელს დარბევის შემდეგ წამოვიდა. შემდეგ კი ტელეკომპანია GDS-ზე გადაინაცვლა და დილის გადაცემა, ასევე მეგაპროექტი "ერთი ერთში" მიჰყავდა.

ანი მამულაშვილს ორი შვილი - 14 წლის გოგონა და 4 წლის ბიჭუნა დარჩა...

"არასოდეს ყოფილა ისეთი დღე, როცა მიფიქრია: მორჩა, მე მოვკვდები. რა თქმა უნდა, მე მოვკვდები, ყველანი გარდავიცვლებით, მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი ხნის შემდეგ... ვიცი, რომ ამ ბრძოლას მე მოვიგებ” - ამბობდა ანა მამულაშვილი ნახევარი წლის წინ "ახალი კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

33 წლის ანი 2013 წლიდან ებრძოდა მელანომას დიაგნოზს. ახალგაზრდა დედას ფეხზე ხალი მელანომაში გადაეზარდა და ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც კარგად ჩაიარა და მეტასტაზი არსად წასულა. 2015 წლამდე ანი ექიმების კონტროლზე იყო. ამ წელს დაორსულდა და სრულიად ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა. ამის შემდეგ ფილტვში ექიმებმა მეტასტაზი იპოვეს, რის შემდეგაც დაავადებამ მუტაცია განიცადა.

როგორც ანი ინტერვიუში ყვებოდა, მკურნალობის შედეგად მეტასტაზები ალაგდა, თუმცა ახალი კერები გაჩნდა და თავში 25-მდე მეტასტაზი ჰქონდა ახალგაზრდა ქალს...

გარდაცვლილ კოლეგას და მეგობარს "ფეისბუქში" მეგობრები იხსენებენ:

"არასოდეს ყოფილა ისეთი დღე როცა მე მიფიქრია: მორჩა, მე მოვკვდები.” რა ბევრად უფრო ძლიერი იყო მის ვერაგ დაავადებაზე. და საერთოდ სიკვდილზე ბევრად ძლიერი გოგო..." - წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია.

"არ შემიძლია ანიზე ბევრი ლაპარაკი... ვერც მივცემ თავს ამის უფლებას... რადგან დიდხანს, დიდხანს ვერ ვნახე.... რადგან გადიოდა დრო და ვფიქრობდი რომ მას როცა კი მომინდებოდა ვნახავდი... თურმე ვცდებოდი...

მე და ანი, ერთ ეზოში გავიზარდეთ... მე და მარი... ანი და ვიკა.... ასე დავდიოდით და ვთამაშობდით თოჯინებით... სულ გვიყვარდა ერთმანეთი... გვჯეროდა ერთმანეთის და ყველაზე ფასეული - ბავშვობის უდარდელი წლები გვაერთიანებდა... წახვედი და თან წაიღე ჩვენი ბავშვობის წლები... შენს გაფრენასთან ერთად თითქოს გაფრინდა ჩვენი ბავშვობაც...

მაგრამ ზუსტად ვიცი, სადაც ხარ, იქაც ანათებ... იქაც იცინი.... იქაც ამხნევებ... იქაც გწამს.... მიყვარხარ ანი და ვიტოვებთ შენს შვილებს, მარადიულობის ნიშნად.... მიას რომელიც ასლია შენი... ღმერთმა ათასწლეული სიცოცხლე არგუნოს მათ... მინდა ყველას მოუყვნენ თუ რა სიცოცხლის მოყვარული დედიკოს, ნალოლიავები შვილები არიან... ნათელში იყოს შენი ხალასი სული ანი.... მუდამ ჩვენს გულებში, მუდამ ჩვენს მოგონებებში... მაპატიე, თუ კი რამ გაწყენინე ნებით თუ უნებლიედ..." - წერს პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია.

"რამდენიმე თვის წინ შემხვდა, გაგვიხარდა ერთმანეთი... ფბ-ში სულ თვალს ვადევნებდი, დისტანციურად გვმუხტავდა საოცარი პოზიტივით... სიმამაცის, სიკეთისა და სილაღის საუკეთესო მაგალითი დაუტოვა თავის შვილებს და ყველას, ვინც მას ვიცნობდით. ნათელში იყოს ლამაზი ანი..." - წერს გარდაცვლილი ჟურნალისტის ლექტორი, ჟურნალისტიკის დოქტორი ნინო ჭალაგანიძე.

ანი მამულაშვილს ხუთშაბათს, თბილისში დაკრძალავენ.

"თბილისის მიკროავტობუსის" გენერალური დირექტორი - გამოსავალი ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდაა

"ვირუსების აქტიურობა გაორმაგებულია... პიკს დეკემბრის ბოლოს ველოდებით" - იაშვილის კლინიკის დირექტორი აქტუალურ საკითხებზე

ულამაზესი ზუგდიდელი გოგონას წარმატება სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსზე - "ყველა გრძნობა ერთად მერეოდა..."