ავტორი:

საჩუქრების იდეები მათთვის, ვინც secret santa-ს თამაშობს

საჩუქრების იდეები მათთვის, ვინც secret santa-ს თამაშობს

ახალი წელი ახლოვდება და ალბათ უკვე დაიწყეთ "სეკრეტ სანტას" თამაში. ადრესატისთვის საჩუქრის შერჩევა, არც თუ ისე მარტივია. წარმოგიდგენთ რამდენიმე ორიგინალურ, სახალისო და ძალიან სასიამოვნო საჩუქარს, რომელიც ძვირი არ დაგიჯდებათ და მიმღებიც ძალიან გახარებული დარჩება.

1. საახალწლო თემატიკის ჭიქა ჩაისთვის

ზამთარში ყველას უყვარს ცხელი ჩაის ან ყავის დალევა, ამიტომაც შესანიშნავი საჩუქარია მოზრდილი ზომის ჭიქის ჩუქება.

2. ლამაზი საახალწლო წინდები/სვიტერი

აარჩიეთ ფუმფულა წინდები ან სვიტერი, რომელიც მოხატული იქნება საახალწლო ორნამენტებით. ეს ყველას ძალიან გაახარებს და საახალწლო განწყობას შეუქმნის.

3. სასაჩუქრე ნაკრები

დანაზოგების მასტიმულირებელ პლატფორმაზე hotsale.ge შეგიძლიათ შეიძინოთ სასაჩუქრე ნაკრებები, რომელშიც შედის: ჭადრაკის დაფა, მათარა, 4 ცალი ჭიქა, ძაბრი. მამაკაცისთვის ეს ძალიან კარგი საჩუქარი იქნება!

4. სასმელი

ვის არ გაუხარდება საჩუქრად წითელი მშრალი ღვინო? ის ხომ უნივერსალური საჩუქარია? თანაც სასმელის შეძენა ონლაინ შეგიძლიათ და კურიერი მას დანიშნულების ადგილზე მოგიტანთ!

5. წიგნები

წიგნი ეს ის საჩუქარია, რომელსაც სეზონი არ აქვს. აჩუქეთ თქვენთვის საყვარელი წიგნი კითხვის მოყვარულებს. ამაზე უკეთესი საჩუქარი შეუძლებელია მოიფიქროთ.

წაიკითხეთ ვრცლად

Galaxy Fold ლიმიტირებული რაოდენობით საქართველოშია

„ისი პარის“ ახალი ფილიალი City Mall საბურთალოში გაიხსნა!

რომელი პროდუქტები უნდა შეიძინოთ წინასწარ, ახალ წლამდე