ავტორი:

"წლის ქმარი" - კაცი თვითმფრინავში 6 საათი ფეხზე იდგა, რომ მის ცოლს სკამებზე კომფორტულად დაეძინა

"წლის ქმარი" - კაცი თვითმფრინავში 6 საათი ფეხზე იდგა, რომ მის ცოლს სკამებზე კომფორტულად დაეძინა

ფოტო, რომელსაც ახლა უყურებთ, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. მასზე აღბეჭდილია მამაკაცი, რომელმაც თვითმფრინავში ცოლს თავისი სკამი დაუთმო, რათა ქალს კომფორტულად დაძინება შესძლებოდა.

საზოგადოების ნაწილმა მისი საქციელი დადებითად შეაფასა, თუმცა ამავდროულად, არაერთი კრიტიკოსიც გამოჩნდა. ზოგისთვის ის ჯენტლმენობის მაგალითია, ზოგიც ცოლს ეგოისტს უწოდებს, არიან ისეთებიც, ვისთვისაც ეს მხოლოდ სასაცილო ამბავია.

ფოტო Twitter-ზე ერთ-ერთმა მგზავრმა განათავსა. როგორც მისი ავტორი წერს, მამაკაცი 6 საათის განმავლობაში თვითმფრინავში ფეხზე იდგა, რათა ცოლს დაძინება შესძლებოდა.

Twitter-ის მომხმარებლებმა სურათის მიმართ დიდი ინტერესი გამოავლინეს და ნეგატიურ, თუ პოზიტიურ კომენტარებთან ერთად, ბევრი მხიარული, სასაცილო მოსაზრებებიც დაწერეს.

- „წლის ქმარი“

- „აი, ნამდვილი სიყვარული“

- „თუ ჩემი ცოლი მთხოვდა, მეც იგივეს გავაკეთებდი“

- „უპირობო სიყვარული“ - წერენ ფოტოს კომენტარები.

დადებითი შეფასებების გვერდით ძალიან ბევრ უარყოფით კომენტარსაც წაიკითხავთ.

- „თუ ამას სიყვარული ჰქვია, მაშინ მირჩევნია მთელი ცხოვრება მარტო ვიყო“

- „როგორც უნდა ცუდად ვყოფილიყავი, ჩემს ქმარს არ მივცემდი ასე მოქცევის უფლებას, ვერ გავიმეტებდი 6 საათი ფეხზე დგომისთვის“ - წერენ მომხმარებლები.

თქვენ რას ფიქრობთ? თავად შეძლებდით საყვარელი ადამიანის გამო ასეთ მსხვერპლზე წასვლას?

ინდოეთში 27 წლის ქალის ჯგუფურად გაუპატიურებასა და დაწვაში  ბრალდებული 4 მამაკაცი  პოლიციამ დახოცა - "ეს ყველასთვის მაგალითია"

მასტაბური გაფიცვის მეორე დღე საფრანგეთში - დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, დაკავებულია ათობით ადამიანი

ალპებში აღმოაჩინეს ბაზა, საიდანაც რუსი აგენტები მკვლელობებს და საბოტაჟს გეგმავდნენ - როგორი სქემით მოქმედებდა ГРУ?