ავტორი:

"არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები შემსრულებლები იყვნენ" - კიევში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები

"არ არის გამორიცხული, დაკავებული ჩეჩნები შემსრულებლები იყვნენ" - კიევში ქართველი ბიზნესმენის მკვლელობის ახალი დეტალები

2 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევში ქართველი ბიზნესმენი, ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს. იგი მოდელ თიკა სიხარულიძის მეუღლე იყო. წყვილს ორი არასრულწლოვანი შვილი - ქალ-ვაჟი ჰყავთ.

როგორც გაირკვა, მას ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. დავითაშვილს ბიზნესი საქართველოში ჰქონდა და არსებული ინფორმაციით, უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

kvirispalitra.ge დაუკავშირდა კიევის პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც გვითხრა, რომ დავითაშვილი "ფოლცვაგენის" მარკის ავტომანქანით მას მერე გაიტაცეს, რაც სასტუმროდან გავიდა.

მისივე თქმით, უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი ეროვნების მამაკაცი უკვე დააკავეს. "დავითაშვილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ პირებმა მანქანაში ჩაცხრილეს. ნატყვიარი მანქანის სავარძელს ეტყობა. პირველადი დათვალიერებით, ნიკა დავითაშვილი მძღოლის გვერდზე იჯდა და მას მანქანის უკანა სავარძელში მყოფმა პირებმა ესროლეს.

ამის შემდეგ ცხედარი მანქანიდან გადაიტანეს და ქუჩაში, ჭაში ჩააგდეს. სავარაუდოდ, ამ საქმეში მონაწილეებიდან ერთ-ერთს ის იცნობდა. დანაშაული სამართალდამცავებმა ვიდეოკამერებით გახსნეს...წაიკითხეთ სრულად

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეებს პოლიციელის სახელით ემუქრებოდა

პოლიციამ დააკავა 24 წლის მამაკაცი, რომელმაც შერიგებაზე უარის გამო, ყოფილ შეყვარებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა

"დავით გარეჯში მივიდა იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გაძევება უნდოდა" - პროკურორი საზღვარზე დაკავებულზე