ავტორი:

ვახო სანაია მეოთხე შვილის მამა გახდა

ვახო სანაია მეოთხე შვილის მამა გახდა

ჟურნალისტი ვახო სანაია მეოთხე შვილის მამა გახდა. მას და თამუნა ყურაშვილს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც სანი დაარქვეს. წყვილს სასიხარულო ამბავს "ფეისბუქზე" ულოცავენ.

პატარას დაბადება კოლეგას პირდაპირ ეთერში მიულოცა ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ.

"ვახო სანაიას ამ ეთერიდან ვულოცავ მეოთხე შვილის დაბადებას. დღეს "ხალხის პოლიტიკას" მის გარეშე ჩაივლის. მას არყოფნის ყველაზე საპატიო მიზეზი აქვს" - აღნიშნა ტრაპაიძემ.

მოგვიანებით, ვაჟიშვილის დაბადების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა სანაიამაც. ტელეწამყვანი მილოცვებს იღებს.

ჟურნალისტი ვახო სანაია პირად ცხოვრებაზე პრესასთან არასდროს საუბრობს, თუმცა მის ცხოვრებაში მიმდინარე სიახლეები მედიის ყურადღების ცენტრში მაინც ხვდება.

სანაიას და თამუნა ყურაშვილის ურთიერთობის შესახებ ცნობილი რამდენიმე თვის წინ გახდა, როდესაც ჟურნალისტი მესამედ დაქორწინდა. მისი რჩეული პროფესიით სტომატოლოგია. ვახო სანაიას პირველი ქორწინებიდან ორი გოგონა ჰყავს, მეორე ქორწინებიდან კი - ერთი.

ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - როგორია ბოლო 24 საათის ეპიდვითარება ქვეყანაში