ავტორი:

სიღნაღში სიძემ სიმამრი სანადირო თოფით მოკლა - რა გახდა მკვლელობის მიზეზი

სიღნაღში სიძემ სიმამრი სანადირო თოფით მოკლა - რა გახდა მკვლელობის მიზეზი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. „ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანში სიძემ სიმამრი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებული მეუღლეზე ძალადობდა, რის გამოც სიძესა და სიმამრს შორის ამ მოტივით უთანხმოება ხშირად იყო.

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

გუდაურში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა - დააკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შსს-მ ყარაჯალაში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს