ავტორი:

როგორ გამოიყურება ათონელის რეზიდენციის ჭაღი, რომელშიც პრეზიდენტმა 59 000 დო­ლა­რი გადაიხადა

როგორ გამოიყურება ათონელის რეზიდენციის ჭაღი, რომელშიც პრეზიდენტმა 59 000 დო­ლა­რი გადაიხადა

გასულ დღეებში მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ათონელის რეზიდენციაში არსებული ანტიკვარული ნივთები, რომლის შეძენაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. საუბარია ანტიკვარულ ჭაღებზე, ხალიჩებსა და საათებზე...

კერძოდ, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის ანტიკვარული ავეჯისა და ინტერიერის აქსესუარების შეძენაზე 1 199 558 ლარი დაიხარჯა. შეძენილ ნივთებს შორის არის: 10 გარნიტური/სამეული, 7 ბული/ბიურო მარკეტრი, 7 ჭაღი, 5 მაგიდა, 3 ბუხრის საათი, 3 სარკე, 3 შანდალი, 2 ხალიჩა და სხვა;

შეძენილი ანტიკვარებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და ძველი ნივთი რეზიდენციის პირველივე მისაღებ ოთახშია განთავსებული. საუბარია ჭაღზე, რომელიც რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში XIX საუკუნეშია დამზადებული და მასში პრეზიდენტმა 59 000 აშშ დოლარი გადაიხადა. იგი მოოქროვილია და ლურჯი და თეთრი ბროლით არის გაწყობილი.

ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

"დაუწესეთ ბავშვებს შეზღუდვები, თქვენ მშობელი ხართ და არა მისი მეგობარი" - პედაგოგის 18 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ

"დავეხმაროთ პატარა მზე ბიჭს გამოჯანმრთელებაში" - 4 წლის დემეტრე ჭელიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მივფრინავ-მოფრინავ... ვიღლები, მაგრამ მივეჩვიე" - რა არის ნათია თოდუას წარმატების ფორმულა და ვის გულშემატკივრობს "საქართველოს ვარსკვალვში"