ავტორი:

გრიგოლ ვაშაძე - მამუკა მდინარაძეს გადაეცით, პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა - თბილისში, ჩემს სახლში ვარ

გრიგოლ ვაშაძე - მამუკა მდინარაძეს გადაეცით, პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა - თბილისში, ჩემს სახლში ვარ

მამუკა მდინარაძეს ჩემგან გადაეცით, რომ პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის თბილისში, საკუთარ სახლში იმყოფება.

"ჩაჯექით მანქანაში და მობრძანდით ჩემთან. შეამოწმეთ, მე აქ ვარ თუ არა, მამუკა მდინარაძეს კი ჩემგან გადაეცით, რომ მოიკითხა რუსეთის ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელმა", - განაცხადა ვაშაძემ.

მან "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზეც გააკეთა კომენტარი.

"აქვე ვიტყვი, რომ იმისთვის, რომ რეპრესიული დიქტატურა შევცვალოთ, მთელი ოპოზიცია გაერთიანებული უნდა იყოს, შემდეგ როცა მივაღწევთ იმას, რომ სახელმწიფოში იყოს ნორმალური დემოკრატია, გავიყოფით და არჩევნებზე იქნება ნორმალური დისკუსია. დარწმუნებული ვარ, რომ პროდასავლური ძალები, როგორც ყოველთვის, მოიგებს უდიდესი უპირატესობით,“ - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძემ ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე კომენტარისას ჟურნალისტებს უთხრა:“გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ? მასთან ერთად ხომ არ არის?“

კახა კალაძე - ზოგიერთი მაჟორიტარი იმუქრება, რომ თუ უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს

მაჟორიტარების ნაწილს 2020 წლის შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს