ავტორი:

ბუბა კიკაბიძის შვილიშვილი დაქორწინდა - როგორ მოილხინა მომღერალმა წვეულებაზე

ბუბა კიკაბიძის შვილიშვილი დაქორწინდა - როგორ მოილხინა მომღერალმა წვეულებაზე

ლეგენდარული მომღერლისა და მსახიობის ვახტანგ კიკაბიძის სეხნია შვილიშვილი, უმცროსი ვახტანგი დაქორწინდა. 31 წლის ვატომ და მისმა რჩეულმა 21 წლის ანა დავითაშვილმა თბილისში იქორწინეს.

წყვილმა ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერა, საქორწილო წვეულება კი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადეს, სადაც დიდი ოჯახის წევრები, მეგობრები და ნათესავები შეკრიბეს.

"ჩემი შვილიშვილი დაქორწინდა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კიკაბიძის გვერდზე ვკითხულობთ. მომღერალმა უმცროსი ვახტანგის ქორწილში გადაღებული ფოტოებიც გაავრცელა "ფეისბუქის" გვერდზე.

ფოტოებში ჩანს, რომ ლეგენდარულმა მომღერალმა შვილიშვილის ქორწილში კარგად მოილხინა - იცეკვა და გაერთო, თუმცა როგორც გავიგეთ, მას წვეულებაზე არ უმღერია.

ვატო კიკაბიძე წლებია კანადაში ცხოვრობს, საქართველოში პერიოდულად ჩამოდის ბაბუას და ნათესავების მოსანახულებლად. მან და მისმა რჩეულმა სწორედ თბილისში გაიცნეს ერთმანეთი და მალევე გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა. წყვილი საცხოვრებლად კანადაში მიემგზავრება.

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას