ავტორი:

ცნობილი რუსი მსახიობი, რომელმაც საქართველოდან ორი ძაღლი "იშვილა" და მათ ქართული სახელები დაარქვა

ცნობილი რუსი მსახიობი, რომელმაც საქართველოდან ორი ძაღლი "იშვილა" და მათ ქართული სახელები დაარქვა

34 წლის მსახიობი და რეჟისორი დანილა კოზლოვსკი რუსული კინოს ვარსკვლავია.

ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად 50-მდე ფილმში და ათამდე სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, მოღვაწეობს რუსეთსა და აშშ-ში, რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში და ცნობილი ბრენდის მათ შორის Chanel-ის სარეკლამო რგოლში გადაიღეს მსახიობ კირა ნაითლისთან ერთად.

ქალების გულთამპყრობელი კოზლოვსკი თავბრუდამხვევი კარიერის გარდა ქველმოქმედებითა და ცხოველებისადმი სიყვარულითაც გამოირჩევა.

ამჟამად ის ორ მიუსაფარ ძაღლს პატრონობს - ორივე მათგანი მსახიობმა საქართველოდან წაიყვანა.

დანილა კოზლოვსკის ხშირად უწევს საქართველოში მოგზაურობა, გადაღებების ან პირადი საქმეების გამო. 2018 წლის დადგომას, მსახიობი შეყვარებულთან ოლგა ზუევასთან და მეგობრებთან ერთად, რომელთა შორისაც მომღერალი თეონა კონტრიძეც იყო, ყაზბეგში შეხვდა.

სწორედ 2018 წელს და სწორედ ყაზბეგში იპოვა რუსმა მსახიობმა თავისი ახალი სიყვარული - მიუსაფარი ძაღლი, რომელიც თან წაიყვანა:

"ყოველთვის ვოცნებობდი ლაბრადორი მყოლოდა, თუმცა სხვაგვარად გამოვიდა... ეს საქართველოში მოხდა, მთებისკენ მიმავალ გზაზე, როცა ახალ წლამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი. მე და ოლგამ მანქანა გავაჩერეთ, რადგან ტრასაზე რაღაც სასწაული დავინახეთ... ვიფიქრეთ წაგვეყვანა და საიმედო ხელში გადაგვეცა... მაგრამ ისე შევიყვარეთ, რომ ჩვენთან დავიტოვეთ. ეს საოცრად ერთგული, ტკბილი და კეთილი ძაღლია.

ამბის მორალი ისაა, რომ არ არსებობს იმაზე უკეთესი ცხოველი, რომელსაც თავად გადაარჩენ უსიყვარულობისგან. ეს მეტია, ვიდრე მოდური და არაჩვეულებრივი ლაბრადორი. ჩვენს ძაღლს დავარქვით Грузия, მისი შემოკლებული სახელია გრუშა. ის კოსმოსია" - ასე იხსენებს კოზლოვსკი მისი პირველი შეფარებული ძაღლის ისტორიას.

გრუშა გაიზარდა, დამშვენდა, მზრუნველ პატრონებთან ერთად სხვადასხვა ქალაქში, კურორტზე თუ სასტუმროში იმოგზაურა და კოზლოვსკის მილიონზე მეტი გამომწერისთვის კარგად ნაცნობი ძაღლია.

თუმცა, გავიდა თითქმის ერთი წელი და ისტორია განმეორდა...

ამჯერად, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოსულმა დანილა კოზლოვსკიმ, მიუსაფარი ძაღლი თბილისის შემოგარენში იპოვა და გულმა ვერ მოუთმინა, რომ ისიც თან არ წაეყვანა. მის ისტორიას კოზლოვსკი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე წერს:

"საქართველოში გადაღებებზე წავედით. თბილისიდან გამოვდივართ და გზაზე ეს პატარა სასწაული მიდის, მანქანას სასწრაფოდ ვაჩერებთ, ლერა, DK entertainment-ის დირექტორი, ქუჩაზე გადარბის და ის ხელში აჰყავს. საკუთარ თავს ვეუბნები: "მანქანიდან ნუ გადახვალ, შენ ხომ უკვე გყავს გრუშა?" ნაპოვნი, უფრო სწორად სამყაროსგან გამოგზავნილი ძაღლი, რომელიც აქვე ახლოს ვიპოვე ერთი წლის წინ...

რა თქმა უნდა, უკვე ვიცით, რომ ამ პატარა გოგონას აქ ვერ დავტოვებთ. მიწაზე დავსვით ლეკვი და წყლის სმა დაიწყო და სანამ ვფიქრობდით, რა მოგვეხერხებინა მისთვის, ჩემთან მოვიდა, ფეხსაცმელზე თავი დამადო და თვალებში შემხედა...

ეს ბოლო და ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი იყო მისი მხრიდან - ხელში ავიყვანეთ და ვეტერინართან წავედით, ქალაქში. მას იმ რაოდენობის რწყილები აღმოაჩნდა, ალბათ ორ კვირაში ანემიით მოკვდებოდა. იმავე საღამოს უნდა გავფრენილიყავით უკან. საჭირო იყო უამრავი საბუთი და პროცედურა, რომ ლეკვი წამოგვეყვანა. მადლობა ჩემს ქართველ მეგობრებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამისთვის.

ახლა, ის თბილ ხალიჩაზე წევს ოფისში და ჰყავს ადამიანი, რომელიც მასზე მთელი გულით იზრუნებს - ლერა. ჩვენ რა თქმა უნდა, მის გვერდით ვართ.

რატომ ვწერ ამას: თუ ოდესმე დაფიქრდებით, აიყვანოთ ძაღლი ან კატა თავშესაფრიდან, ან უბრალოდ ქუჩაში მოხეტიალეს წააწყდებით, არ შეშინდეთ, აიყვანეთ. თქვენ აჩუქებთ სიცოცხლეს და სანაცვლოდ, უდიდეს სიყვარულსა და სითბოს მიიღებთ. ჩვენი მეგობარი პასპორტით Тбилисо Сихварули გახლავთ, რაც ქართულად საყვარელ თბილისს ნიშნავს" - წერს კოზლოვსკი.

ბრედ პიტი ნაშვილებ ბავშვებზე უარს ამბობს? - შობას მსახიობი მხოლოდ ბიოლოგიურ შვილებთან გაატარებს

რატომ შეასრულა "ის აქ არის" თორნიკე ყიფიანმა განსხვავებულად? - "ეს ჩემი საყვარელი ვერსია გახდება"

"ბოდიში, რომ იმედი გაგიცრუეთ..." - მარიამ ქურდიანის ემოციური მიმართვა გულშემატკივრებს "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ