ავტორი:

დალი ჩიტალაძე "მასტერშეფიდან" გავარდა - მოდის ექსპერტი კულინარიული შოუდან ემოციურად გააცილეს

დალი ჩიტალაძე "მასტერშეფიდან" გავარდა - მოდის ექსპერტი კულინარიული შოუდან ემოციურად გააცილეს

"მასტერშეფში" დუღილის ტემპერატურა თანდათან მაღლა იწევს. 8 დეკემბერს შოუ მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ დატოვა და ამჟამად, კულინარიულ კონკურსში სულ 5 კონკურსანტი დარჩა.

"ყოველ ტურზე რომ ვდგავარ აუთსაიდერებში, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებ ისე, რისი გაკეთებაც მინდა და ბოლომდე ვერ გადმოვცემ, რაც მინდა... მაკლია, რაღაც ტექნიკური", - ამ სიტყვებით მიმართა დიმუ მენაბდესთან ერთად აუთსაიდერებში მდგარმა დალი ჩიტალაძემ ჟიურის წევრებს და ცრემლები ვერ შეიკავა.

თუმცა, ცრემლებმა ჟიურის გული ვერ მოულბო - დალი ჩიტალაძესთვის სამზარეულოში შეზღუდვების ტური ბოლო აღმოჩნდა და ის წინსაფარს დაემშვიდობა...

"საშინელი ემოციაა, თითქოს მიჩვეული ვიყავი და ვიცოდი, რომ დავტოვებდი ძალიან მალე პროექტს, იმიტომ რომ ამდენ პროფესიონალს ვერ შევებრძოლებოდი" - აღნიშნა ჩიტალაძემ.

მისი პროექტიდან წასვლა დანარჩენი კონკურსანტებისთვისაც საკმაოდ ემოციური გამოდგა.

"ყველამ ძალიან ბევრი ვისწავლეთ დალისგან და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ არასოდეს უნდა გაჩერდე და უნდა აკეთო ის, რაც გინდა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ სად ხარ და ა.შ. აღარავინ დამიძახებს ძიმუს, არავინ იტყვის მონძიე...", - აღნიშნა დიმუ მენაბდემ.

"შეიძლება მისი სითბო ეკრანზე არ ჩანდა, მაგრამ დალი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს სხვების გვერდით დგომა და მხარდაჭერა, სიყვარულის და სითბოს გამოხატვა და ყოველთვის მზადაა იყოს შენთან, როცა გჭირდება" - ცრემლებს ვერ იკავებდა მარტა.

დალის წასვლამ გული დაწყვიტა შოუს გულშემატკივრებსაც:

"ვახ, როგორ ვიფიქრებდი როდესმე, ამ პროექტში დალიზე ვინერვიულებდი... ისე რა ვართ ეს ქართველები, თავიდან ყველა გადავფსიხდით და ეხლა ყველა ერთად ვტირით"

"ისე, ჯობს გადაცემას სახელი შეუცვალოთ და “პროფილი” დაარქვათ... მონძიეეე, რატო მატირებთ ამდენს?! აუ დალი..."

"მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა კერძი “ჩააგდო” და არც ერთხელ არაფერი გამოუვიდა, დალი ყოფილა პიროვნება!"

"ჩემი 7 წლის შვილი უყურებს და ადებს ხელს დალის - დე ეს გაიმარჯვებს, ნახე თუ არაო... კარგია, რომ დაიძინა და ბოლომდე არ ნახა"

"თქვენი არ ვიცი, მაგრამ დალის წასვლამ ეს უგულო ქალი ამატირა"

"იდეალურად არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ გული დამწყდა... სისაყვარლე ქალია და მასტერშეფს დააკლდება", - წერენ მაყურებლები "მასტერშეფის" ფეისბუქ-გვერდზე.

"დიდი მადლობა რომ მქონდა საშუალება "მასტერშეფში" მონაწილეობის. ჩემი კულინარიული გამოცდილება მიუახლოვდა პროფესიულ უნარ-ჩვევებს... ძალიან მიყვარს გემრიელად მომზადება და ეს გემოვნებიანი პროექტი ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოცდილება. ახალი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში და გული მწყდება, რომ მივდივარ. მინდოდა ფინალში ვყოფილიყავი, მაგრამ არ გამომივიდა.

მომენატრები "მასტერშეფ", მაგრამ დალის ფეშენ-კაფეში აუცილებლად მოხვალთ" - აღნიშნა დალიმ.

მოდის ექსპერტის თქმით, შოუში მარტას გულშემატკივრობს და სურს მან გაიმარჯვოს, რადგან "მარტა იმსახურებს ბევრ კარგ რამეს ცხოვრებაში".

შეფ კონსტანტინე თედელურმა დალი ჩიტალაძეს გაახსენა, რომ ერთი ხარჩოს ვალი აქვს, შეფ ლევან კობიაშვილმა კი დალის სამზარეულოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა:

"დიდი სიამოვნებით გეწვეოდით და თქვენს არაჩვეულებრივ, გემრიელ კერძებს, ოჯახურად რომ ამზადებთ, სიამოვნებით დავაგემოვნებდი" - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ჩიტალაძე შეფებს დაპირდა, რომ მის საფირმო "დალის შუს" აუცილებლად გაასინჯებს...

მუსიკალური მეგაშოუ "დიდი სცენა" დაიწყო - ჟიურის წევრთა ვინაობა ცნობილია

"მასტერშეფში“ გამარჯვება შრომის ხარჯზეა შესაძლებელი“ –  გაიცანით მოყვარული მზარეული, რომელიც ჟიურის გაოცებას ყოველთვის ახერხებს

ქართველი მხატვრის საოცრად რეალისტური ნახატები, რომლებიც მნახველს აღაფრთოვანებს - "თვითნასწავლი ვარ, არც სახელოსნო მაქვს..."