ავტორი:

ნინო ბურჯანაძე - ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

ნინო ბურჯანაძე - ყველაზე გვიან, პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველა გვიან, პარასკევს გათავისუფლდება. ამის შესახებ ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მას შემდეგ განაცხადა, რაც ტელეწამყვანმა უთხრა, რომ ქართველი ექიმის საქმეზე ე.წ. სასამართლო პროცესი პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართება.

ბურჯანაძის თქმით, ის 100%-ით დარწმუნებულია, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ.

„ე.ი. ყველაზე გვიან, პარასკევს, ბატონი ვაჟა იქნება სახლში, შეიძლება მანამდე გათავისუფლდეს, თუ არადა ყველაზე გვიან, პარასკევს ის იქნება სახლში. მე ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ. თუმცა მეც და ყველა ადამიანს გვერჩია, რომ დღეს ის უკვე სახლში ყოფილიყო”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

დეპუტატ ენზელ მკოიანის ოჯახის კომპანიებმა ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარზე მეტი მიიღეს - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური ანგარიში

გიგი უგულავა კახა კალაძეზე - "სად არის, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?!"

"არ ვფიქრობ, რომ ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ მაინც" - ნინო ბურჯანაძე