ავტორი:

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - ფინანსისტის შეფასება

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - ფინანსისტის შეფასება

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9089 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9446 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0357 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2210 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2606 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0396 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ეკონომიკის მინისტრს და მთავრობას სატრაბახო არაფერი აქვს, - ასე ეხმაურება „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ლარის გამყარება მთავრობის კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

როგორც ხორგუაშვილი ამბობს, მთავრობას ლარის გასამყარებლად ერთი კონკრეტული ნაბიჯიც არ გადაუდგამს.

“იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში სუსტი ვალუტა გვაქვს, ლარის კურსს ახასიათებს მკვეთრი რყევები. გამყარება დადებითი მომენტია, მაგრამ შეუძლებელია ამის მიზეზებზე ვიმსჯელოთ გრძელვადიან პერიოდზე დაკვირვების გარეშე. გრძელვადიან პერიოდზე დაკვირვება კი სრულიად საპირისპირო სურათს გვაძლევს. ბოლო წლის განმვლობაში ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა. ბევრჯერ გვინახავს მთავრობის მხრიდან ტრაბახი, როდესაც ლარი მცირედით გამყარდება, მაგრამ შემდეგ ისიც გვინახავს, არასწორი პოლიტიკის შედეგად რომ გაუფასურდება ლარი და მომხდარა სხვა ფაქტორებზე გადაბრალება. როცა ლარი მყარდება, საუბრობენ იმაზე, რომ მათი პოლიტიკის შედეგია, ხოლო ყოველ სხვა ჯერზე, როცა ვალუტა უფასურდება, ამას სხვა რამეს აბრალებენ.

ეკონომიკის მინისტრს და მთავრობას სატრაბახო არაფერი აქვს არც მოკლევადიანი და არც გრძელვადიანი თვალსაზრისით. იქედან გამომდინარე, რომ მათი გადადგმული არცერთი ნაბიჯი არ არის ისეთი მნიშვნელობის, რომელიც კურსს გაამყარებდა. შესაბამისად, მათ არ აქვთ ტრაბახის საფუძველი ორი მიზეზის გამო: ეკონომიკის მასტიმულირებელი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და მოკლევადიანი თვალსაზრისით კურსის შეფასება არასწორია. ლარის კურსის მოკლევადიან გამყარებაში იმედის საფუძველს ვერ ვხედავ. უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და კურსს გრძელვადიან პერსპექტივაში დავაკვირდეთ“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.

ამასთან, ხორგუაშვილი ამბობს, რომ თუ მთავრობის პოლიტიკას შევხედავთ, არ არსებობს არცერთი მსხვილი ნაბიჯი, რომელიც ეკონომიკას სტიმულს მისცემდა გარდა მოგების გადასახადის რეფორმისა, რომელიც, მისივე შეფასებით, ნაწილობრივ განხორციელდა.

„კურისის გამყარებასა და გაუფასურებაზე მოქმედებს დოლარის ქვეყანაში შემოდინება. რიცხვები რომ ვნახოთ, მართლა საგანგაშო მდგომარეობაა. 2018 წელს ინვესტიციები 35%-ით არის შემცირებული და 2019 წელსაც მკვეთრი შემცირება გრძელდება. რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკა არასწორია. იმაზე ტრაბახი, რომ მთავრობის პოლიტიკამ მიგვიყვანა ლარის რამდენიმე თეთრით გამყარებამდე, ეს არის მოსახლეობს დაცინვა. თუ მთავრობა დაგვისახელებს კონკრეტულ მიმართულებას, რამაც ლარის გამყარება გამოიწვია, მაშინ მსჯელობა შეიძლება ეს სწორი პოლიტიკა არის თუ არა. მაგრამ სამწუხაროდ, მთავრობა ამ მიზეზებს ვერ ასახელებს“, - განაცხადა ხორგუაშვილმა.

10 მოცემულობა, რაც ლარს აუფასურებს - ეკონომისტის ანალიზი

1 აშშ დოლარის ღირებულება 3.2537 ლარი გახდა - ხვალ ეროვნული ბანკი 40 მილიონი დოლარის გაყიდვას გეგმავს

5 პროდუქტი, რასაც ვყიდით რუსეთში - ასევე ნახეთ, რას ვყიდულობთ რუსეთისგან