ავტორი:

როგორ ინარჩუნებენ იდეალურ ფორმას ცნობილი ქართველი ქალები - ყველა მათგანი მრავალშვილიანი დედაა

როგორ ინარჩუნებენ იდეალურ ფორმას ცნობილი ქართველი ქალები - ყველა მათგანი მრავალშვილიანი დედაა

იდეალური ფორმების შენარჩუნება ქალს ყველაზე მეტად შვილის გაჩენის შემდეგ უჭირს, თუმცა გენეტიკისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წყალობით, ჩვენს გარშემო უამრავ მრავალშვილიან დედას შეხვდებით, რომლებიც იდეალურ ფორმაში არიან.

34 წლის ყოფილი მოდელი და ტელეწამყვანი რუსა ჩაჩუა იდეალურ ფორმაშია. რუსა ოთხი შვილის დედაა, ორი შვილი პირველი ქორწინებიდან, ხოლო ორი - მეორე ქორწინებიდან ჰყავს. რუსა მთელ დროს შვილების აღზრდას უთმობს, თუმცა არც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა ავიწყდება. ის მუდმივად ფორმაშია და ვარჯიშობს კიდეც.

ტელეწამყვანი და ყოფილი მოდელი თიკა ფაცაცია ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყო, როდესაც ტელეეთერში გამოჩნდა და თავიდანვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. თიკა ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ახლა სამი ვაჟის დედაა. ბიზნესმენ დავით ანთელიძეს და თიკა ფაცაციას წყვილი მუდმივად იქცევს საზოგადოების ყურადღებას, მეუღლისგან განსხვავებით, დავით ანთელიძეს სახალხოდ გამოჩენა არ უყვარს. თიკა მუდმივად არაჩვეულებრივ ფორმაშია, თუმცა მის გადაცემებში ხშირად აღნიშნავს, რომ ზედმეტ კილოგრამებს ხშირად ებრძვის. როგორც მან „სხვა შუადღის“ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, წონის შესანარჩუნებლად ადრე მკაცრ დიეტებს მიმართავდა, თუმცა ეს უშედეგო მცდელობები იყო. ის ვარჯიშობს და სწორად იკვებება, ალბათ სწორედ ეს განაპირობებს სამი ვაჟის დედის არაჩვეულებრივ ფორმაში ყოფნას.

ყოფილი მოდელი და სამოდელო სააგენტო „ლუქ მოდელსის“ დამფუძნებელი ნინო ცქიტიშვილი მრავალშვილიანი დედაა. ნინოს ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავს. მისი ქალიშვილი, უმშვენიერესი თაკო ნაცვლიშვილი უკვე მსოფლიოს პოდიუმებს იპყრობს, თუმცა ქალიშვილს გარეგნობით დედაც არ ჩამოუვარდება.

ლიკა შენგელია საზოგადოებამ წლების წინ პოდიუმზე გაიცნო. ის სამოდელო სააგენტო „ნატალის“ წამყვანი მოდელი იყო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ 38 წლის ასაკში ლიკა შენგელია 5 შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა. ბევრი შვილის და შვილიშვილების მიუხედავად, ლიკა შენგელია ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. მისი ქალიშვილია უმშვენიერესი ქართველი მოდელი და მილიონერ თოშა ქებურიას მეუღლე ქეთი ჟღენტი, რომლის სილამაზე ალბათ ნებისმიერ გოგონას შეშურდება.

ლიკა კვარაცხელია ორი გოგონას და ერთი ვაჟის დედაა, თუმცა ის არაჩვეულებრივ ფორმაშია. ლიკას დახვეწილი გარეგნობა აქვს და მუდმივად გემოვნებით იმოსება. მას და მის ბიზნესმენ მეუღლეს, მურთაზ შელიას არაჩვეულებრივი ოჯახი აქვთ. ლიკას უფროს ქალიშვილს, ანა შელიას საზოგადოება კარგად იცნობს, ის „ეტამის“ რჩეული ქართველი მოდელია. ანა შელია მორაგბე ლაშა ლომიძეზეა დაქორწინებული.

"მაყურებელი შოკში ჩავარდება!" - რას გვპირდებიან "მასტერშეფის" ნახევარფინალში კონკურსანტები?

"პიჟამაში დამხვდა და ფეხებზე ხელს მისვამდა“ - შარლიზ ტერონს ცნობილი რეჟისორი სექსუალურად ავიწროებდა

ჯენიფერ ლოპესის 74 წლის დედის თავბრუდამხვევი ცეკვა - "ახალგაზრდობისა და უბერებლობის სიმბოლოა“