ავტორი:

ინგლისელი ფეხბურთელის ყოფილ საცოლეს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ - ქალი ამბობს, რომ ფულს სირიელი ბავშვებისთვის რიცხავდა

ინგლისელი ფეხბურთელის ყოფილ საცოლეს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ - ქალი ამბობს, რომ ფულს სირიელი ბავშვებისთვის რიცხავდა

დიდ ბრიტანეთში თინეიჯერების სილამაზის კონკურსის კონკურსანტს, ინგლისელი ფეხბურთელის ყოფილ საცოლეს, ამანი ნურს ტერორისტების დაფინანსებაში ადანაშაულებენ.

21 წლის ნური 18 წლის ასაკში "ლივერპულის" ფეხბურთელს, შეი ოჯოს ხვდებოდა (ის ამჟამად შოტლანდიის საფეხბურთო კლუბში, "რეინჯერსში" თამაშობს).

.

სილამაზის კონკურსის ყოფილი მონაწილე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც თავის ფეხბურთელ ბოიფრენდს დაშორდა, რელიგიაზე კონცენტრირდა, მიიღო ისლამი, შეიცვალა ჩაცმის სტილიც და ახლა ისე იცვამს, როგორც ისლამი მოითხოვს. ის ისლამისტ მებრძოლზე, ჰაკიმ ნურზე "სკაიპით" დაქორწინდა და სირიაში წასვლაც დაგეგმა.

ქალმა ისლამისტ ქმარს 34 ათასი ფუნტი გადაურიცხა, რაც სამართალდამცველთა მტკიცებით, ჯიჰადისტებისთვის იარაღის შესაძენად იყო განკუთვნილი. გარდა ამისა, ახალგაზრდა ქალს ტერორისტების ძალადობრივ ქმედებებში მხარდაჭერასა და შარიათის კანონების მიღებაში ადანაშაულებენ.

როგორც BBC წერს, ფეხბურთელის ყოფილმა შეყვარებულმა ბრალდება უარყო და განმარტა, რომ ფიქრობდა, ეს თანხა სირიელი ქალებისა და ბავშვების საკვებისთვის ირიცხებოდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ლივერპულში მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ავიაბილეთები იპოვა - ახალგაზრდა ქალი თურქეთის მიმართულებით გამგზავრებას გეგმავდა. ნური ამბობს, რომ ქმართან წასვლას აპირებდა, რომელსაც ის სირიელ დამოუკიდებელ მებრძოლს უწოდებს.

სამართალდამცველები ამბობენ, რომ ნურმა დიდი ალბათობით იცოდა, რომ ფულს ტერორისტებისთვის იარაღის შესაძენად რიცხავდა.

ამანი ნურს პირობითი აქვს მისჯილი, სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 20 დეკემბერს მიიღებს.

"მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ვიცე-პრემიერად 24 აპრილს დაინიშნოს" - რას წერს "უკრაინსკაია პრავდა"

შოტლანდიაში, დღენაკლულმა ჩვილმა COVID-19 დაამარცხა - "ჩემი პატარას ცრემლები პირველად ვნახე"

რა ხდება მსოფლიოში კორონავირუსის გარდა - 8 მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც პანდემიის გამო შესაძლოა, გამოგვრჩა