ავტორი:

გაიორმაგე ფასდაკლება - რონიკოს საახალწლო აქცია 2020!

გაიორმაგე ფასდაკლება - რონიკოს საახალწლო აქცია 2020!

რონიკოს ოპტიკური სალონების ქსელში 10 დეკემბრიდან საახალწლო აქცია დაიწყო!

კომპანია მომხმარებელს 2020 წლის მოახლოებას განსაკუთრებული შეთავაზებით ულოცავს! ამ ლამაზ თარიღთან დაკავშირებით, რომელიც ციფრ 2-იანის ორი ჰარმონიული წყვილით არის წარმოდგენილი, „რონიკო“ გთავაზობთ გაიორმაგოთ ფასდაკლება, გაუკეთოთ მეტი საახალწლო საჩუქარი საკუთარ თავს და ძვირფას ადამიანს და უხვად გასცეთ დაუვიწყარი ემოცია! ახალი წელი ხომ დაუვიწყარი მომენტების, ჯადოსნური სურვილების, ნანატრი საჩუქრების, მოკლედ, საუკეთესო ემოციების წყაროა. მოდით, 2020 წელს თავად გავხდეთ ამ ემოციების შემქმნელები!

საახალწლო დღეებში რონიკოს ფილიალები ყოველდღიურად მარაგდება ყველასთვის საყვარელი, მსოფლიო ბრენდების უახლესი, ულამაზესი და სადღესასწაულო კოლექციებით! Ray-Ban, Prada, Giorgio Armani, Dolce&Gabbana, Versace, Chopard, Cartier, Mont Blanc, Vogue, George Piralli, Miu-Miu, Zegna, Persol, Balenciaga, Dsquared, Alain Mikley და მრავალი სხვა უნიკალური მსოფლიო ბრენდის მზის და ოპტიკური სათვალეები მომხმარებელთა მოლოდინშია!

კომპანიაში მნიშვნელოვანი სიახლეა! ლიდერი ოპტიკური კომპანია, მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელით, დამდეგ 2020 წელს კიდევ უფრო გაფართოებული ხვდება. 12 დეკემბერს საბურთალო სითი მოლში იხსნება კომპანიის რიგით 23-ე ფილიალი, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ოპტიკურ პროდუქციას: მზის და ოპტიკურ სათვალეებს, კონტაქტურ ლინზებს, სითხეებს, აქსესუარებს. მომხმარებელს აქ დახვდება დახვეწილი გარემო, გულისხმიერი მომსახურება და ისეთი ექკლუზიური ბრენდები, როგორებიცაა Ray-Ban Ferrari -ს კოლაბორაციული მოდელები და ფრანგული ბრენდის, Marius Morel- ის მზის და ოპტიკური ჩარჩოების უახლესი კოლექცია. ასევე საყოველთაოდ აღიარებული და სასურველი George Piralli, Dolce&Gabbana, Prada, Giorgio Armani, Chopard, Persol გამორჩეული საახალწლო ასორტიმენტით!

ეწვიეთ რონიკოს თვალისმომჭრელ ფილიალებს და გახსოვდეთ, სათვალე რონიკოსგან ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარია! თუ ძვირსაფი ადამიანისთვის დაუვიწყარი სიურპრიზის გაკეთება გსურთ და გიჭირთ მის ნაცვლად კონკრეტული სათვალის შერჩევა, ამისთვის რონიკო გთავაზობთ სასაჩუქრე ბარათს, რომლის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი თანხიდან რონიკოს ყველა ფილიალში. კომპანია ასევე გთავაზობთ განვადების მოქნილ და ხელსაყრელ პირობებსაც.

რონიკო გილოცავთ დამდეგ 2020-ს! ბედნიერ შობა-ახალ წელს!

აქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომრებზე:

224 14 41; 242 02 22

www.facebook.com/ronikooptics

R

„აქსისში“ საახალწლო ფასდაკლება იწყება - ბინები და კომერციული ფართები უპრეცედენტო ფასდაკლებით - EXCLUSIVE 20 აქსისში

საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" უმაღლეს ლიგაში გადავიდა

"ავერსში" ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით მედიკამენტებზე ფასების გაიაფება დაიწყო