ავტორი:

"სასამართლო გადაიდო... ამის მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს" - რას წერს ირინა გაფრინდაშილი "ფეისბუქზე"

"სასამართლო გადაიდო... ამის მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს" - რას წერს ირინა გაფრინდაშილი "ფეისბუქზე"

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშილის შვილი ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას "ფეისბუქზე" ეხმაურება:

"დღე 35! ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ “საზღვარს", ვაჟა კვლავინდებურად რჩება ცხინვალის ტყვეობაში! ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის!" - წერს ირინა გაფრინდაშვილი.

ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცლეებს. მათი ცნობით, ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად.

რა დეტალებს ასაჯაროებს შსს "მწვანე სკოლაში" მომხდართან დაკავშირებით? - "მშობლის გარეშე გამოკითხვა არ განხორციელებულა"

"პასუხს აგებენ სასამართლოს წინაშე" - რას პასუხობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თბილისის საკრებულოს დეპუტატს

როგორი იქნება ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკი? - მსგავსი რამ მხოლოდ წამყვან პარკებშია(+ფოტო)