ავტორი:

LIVE: "ქართული ოცნება" საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას აღნიშნავს

LIVE: "ქართული ოცნება" საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას აღნიშნავს

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო.

აქციაზე „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის ლიდერები: კახა კალაძე, გია ვოლსკი, ასევე მინისტრები, დეპუტატები და წევრები იმყოფებიან.

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული იქნა კვირეული, რაც საქართველოს ევროსაბჭოსთავმჯდომარეობას ეძღვნებოდა.

„შესაბამისად დღევანდელი დღე ამ კვირეულის შეჯამებას ეძღვნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს. დღევანდელი დღეც ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ხაზგასმაა. ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ერის გადაწყვეტილება სწორედ ევროპა და ევროატლანტიკური ორგანიზაციაა“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 27 ნოემბერს გახდა და 2020 წლის მაისამდე იქნება.

ხმაური საკრებულოში - ოპოზიცია და აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის გარიცხვას ითხოვენ

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეზე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

LIVE: ზაალ უდუმაშვილი "ნიუსრუმში"