ავტორი:

"ეს იყო სამყაროზე გულაცრუებული ადამიანის გზავნილები" - ვრცელდება ფოტოები სკოლიდან, რომლის კედლის მოხატვას 15 წლის მოზარდს ედავებიან

"ეს იყო სამყაროზე გულაცრუებული ადამიანის გზავნილები" - ვრცელდება ფოტოები სკოლიდან, რომლის კედლის მოხატვას 15 წლის მოზარდს ედავებიან

გუშინ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ არასრუწლოვანის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, მეათეკლასელი მოზარდის სუიციდის მცდელობის მიზეზი სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობა და მუქარა გახდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ 15 წლის ბიჭს პოლიცია კერძო სკოლა "მწვანე სკოლის" კედლების პულივიზატორით მოხატვაში სდებდა ბრალს.

"არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება" - განაცხადეს საიაში. ორგანიზაციის იურისტის განმარტებით, მოზარდი დანაშაულს არ აღიარებდა.

არასრულწლოვნის ძმის განცხადებით, პოლიციას კერძო სკოლას დირექციამ მიმართა და მისი ძმის დაკავება მოითხოვა.

"როგორც ვიცი, პულივიზატორით სკოლის კედლების მოხატვაში სდებენ ბრალს. თითქოს სკოლის კედლებზე უხამსი სიტყვები დაწერა. ადრე სწავლობდა ამ სკოლაში და შემდეგ სხვაგან გადავიყვანეთ. როგორც ვიცი, სკოლის დირექციამ პოლიციაში იჩივლა, მაგრამ ვიდეოკამერებში არ ჩანს ვინ აწერს კედლებზე. როგორც ვიცი, ამოცნობაც არ ჩატარებულა. მიამსგავსეს ალბათ. მე სახლში არ ვყოფილვარ იმ დროს, როდესაც ეს მოხდა" - ამბობს არასრულწლოვნის ძმა.

ცოტა ხნის წინ "მწვანე სკოლის" მასწავლებელმა ლელა ტეფნაძემ სოციალურ ქსელში იმ წარწერების ფოტოები გაავრცელა, რომლის მოხატვასაც მოზარდს ედავებიან. წარწერები სკოლის კედლებზე და საკლასო ოთახებში, ინგლისურ და ქართულ ენაზეა გაკეთებული. ფოტოების კომენტირებისას პედაგოგი აღნიშნავს:

"ჩათვალეთ, რომ ვწერ, როგორც მომხდარით შეძრული მშობელი. წესით, მოზარდის მდგომარეობაზე უნდა ვდარდობდეთ და ვფიქრობდეთ, მაგრამ... რადგან მირეკავთ და მეკითხებით, რადგან ყოველი მეორე სტატუსი დაუზუსტებელ ინფორმაციაზე დამყარებული დასკვნებია , ამიტომ:

1. დილით სკოლაში მისულ ბავშვებსა და მასწავლებლებს დაგვხვდა წითელი საღებავით აჭრელებული კედლები და საკლასო ოთახები, უწმაწური შინაარსის შემცველი წარწერებით. ეს იყო სამყაროზე გულაცრუებული ადამიანის დაწერილი გზავნილები, ბავშვები კითხულობდნენ , ვინ გააკეთა ეს და რატომ?? მუქარა იყო ეს თუ სხვა რამ??

2. კამერებზე დაფიქსირებული ადამიანის იდენტიფიცირება სკოლის საქმე არაა!!!! ვისი საქმეცაა, შეატყობინეს. ღამით კერძო საკუთრების ტერიტორიაზე გადაიპარა ვიღაც და გაურკვეველი გზავნილები დატოვა. როგორ ფიქრობთ, სკოლის მხრიდან ამ ფაქტის დატოვება რეაგირების გარეშე, იქნებოდა თუ არა დაუდევარი საქციელი?? როგორც მშობელი, ინერვიულებდით თქვენი შვილის უსაფრთხოებაზე, თუკი სკოლის ადმინისტრაცია ამას მშვიდად შეხედავდა?

3. მოზარდი, რომლის ვინაობაც პოლიციამ დაადგინა, მოცემულ მომენტში არ ყოფილა "მწვანე სკოლის" მოსწავლე !!! არ ყოფილა სკოლიდან გაგდებული!!!! ეს ამბავი არ ყოფილა შურისძიება!!! როგორც ვიცი, მსგავსი შინაარსის წარწერები დიღმის მასივის მცხოვრებლებს საკუთარ სადარბაზოებშიც დახვდათ .

4. სკოლა მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდით თქვენ, თუკი თქვენს ტერიტორიაზე , სადაც ბავშვების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს, გამოჩნდებოდა ვინმე წითელი საღებავით და რაღაცებს დაგიწერდათ. მე არ ვიცი, ვისი ვინაობა დაადგინა პოლიციამ, არ ვიცი, რა მოხდა შემდეგ პოლიციაში, არც ის ვიცი, ნამდვილად მან გააკეთა თუ არა, ვისზეც ძალიან ბევრს ვნერვიულობთ ამ წამს, მაგრამ გზავნილები, რომლებიც დიღმის მასივში იმ დღეს მყოფებმა მივიღეთ, მოზარდის თვითგამოხატვის ფორმა იყო. ვინ როგორ გაიგო ეს გზავნილი, ამის განსჯა არაა ადვილი საქმე და ამიტომ არც დავიწყებ !".

არასამთავრობო ორგანიზაციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

"შევარდნაძემ და მისმა დაქირავებულმა თენგიზ კიტოვანმა, ჯაბა იოსელიანმა გამომაძევეს ქვეყნიდან" - რას ყვება ბიზნესმენი, რომელმაც რომელმაც დედას 9 შვილი დაუბრუნა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი შინაგან საქმეთა სამინისტროს 13 თანამშრომელს დაუდასტურდა

რას ამბობს პატრიარქის მოსაყდრე "ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებზე რამდენიმე მეუფის დასწრების შესახებ?