ავტორი:

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზისკენ ავტომობილებითა და მოტოციკლებით მიემართებიან

ვაჟა გაფრინდაშვილის  მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზისკენ ავტომობილებითა და მოტოციკლებით მიემართებიან

რესპუბლიკის მოედნიდან დუშეთის რაიონის სოფელ ოძისამდე საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საავტომობილო მსვლელობით მიემართებიან. აქციას ბაიკერებიც შეუერთდნენ.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერები საოკუპაციო ხაზთან დღეს მშვიდობიან აქციის გამართავენ.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ოკუპირებულ ცხინვალში 13 ნოემბერს ე.წ სასამართლო პროცესი გაიმართა, საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა.

17 დეკემბრიდან ტემპერატურა მოიმატებს - ერთი კვირის ამინდის პროგნოზი

18 დეკემბერს საახალწლო HR Night გაიმართება

რა დეტალებს ასაჯაროებს შსს "მწვანე სკოლაში" მომხდართან დაკავშირებით? - "მშობლის გარეშე გამოკითხვა არ განხორციელებულა"