ავტორი:

როგორ ავარჩიოთ ტკივილგამაყუჩებელი? - ნევროლოგის რჩევები

როგორ ავარჩიოთ ტკივილგამაყუჩებელი? - ნევროლოგის რჩევები

ტკივილი ცალსახად უსიამოვნოა, თუმცა ის ორგანიზმის თავდაცვითი რეაქციაა დაზიანებაზე. ტკივილი იმის მინიშნებაა, რომ ორგანიზმში რაღაც დარღვეულია და ესა თუ ის პროცესი გამართულად არ მიმდინარეობს.

ტკივილის დროს ადამიანს პირველი რიგში ტკივილგამაყუჩებელი ახსენდება. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები(NSAIDs) ფართოდ გამოიყენება ტკივილის(თავის, კბილის, მენსტრუალური, სახსრების და სხვა ტკივილის) მოსახსნელად, ანთების შესამცირებლად, ტემპერატურის დასაქვეითებლად.

მოსახლეობაში ჩვეულებად იქცა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების დამოუკიდებლად, ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენება, ასე ვთქვათ „მე მომიხდა - შენც მოგიხდებას“ - პრინციპით. რამდენად უსაფრთხოა ეს ჯანმრთელობისთვის და თუკი მაინც დამოუკიდებლად(ექიმის გარეშე) გადავწყვეტთ მათ მიღებას, რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ შემთხვევებში? - ტკივილგამაყუჩებლების მოქმედების პრინციპზე, მათ ეფექტსა და შერჩევის კრიტერიუმებზე გვესაუბრება კლინიკა „ენმედიცის“ ექიმი ნევროლოგი ანი ჩიქობავა.

რა პროცესია ტკივილი და როგორ მოქმედებენ ტკივილგამაყუჩებლები?

ტკივილი ორგანიზმის რეაქციაა გარკვეულ დაზიანებაზე, როგორიცაა ანთებითი პროცესი, ჭრილობა და სხვა. ტკივილი ორი სახისაა: მწვავე და ქრონიკული. მწვავეა ტკივილი, როდესაც ტკივილის აღქმა ხდება გამომწვევთან შეხების დროს. ქრონიკულია ტკივილი, რომელიც 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება. დაზიანების დროს ხდება ანთების რეცეპტორების გააქტიურება, რასაც მოყვება სისხლძარღვების შევიწროვება და ჩნდება ციტოკინები. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები იწვევენ ციტოკინების გარდაქმნის ბლოკირებას, რათა არ განვითარდეს სპაზმი და შემდეგ ტკივილი. ასეთია ტკივილგამაყუჩებლების მოქმედების მექანიზმი.

რა უნდა გავითვალისწინოთ არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების დროს?

ხანმოკლე პერიოდით არასტეროიდული ანთებისსაწინაარმდეგო პრეპარატების მიღება უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის. ამიტომაც არის ეს პრეპარატები შეტანილი ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტთა ჩამონათვალში. მაგრამ იქმნება ცრუ შთაბეჭდილება, რომ ასევე უსაფრთხოა მათი ხანგრძლივი მიღება ქრონიკული პათოლოგიების დროს.

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია ფარმაცევტულ ბაზარზე. არასტეროიდების ძირითადი მოქმედება ხორციელდება ორგანიზმში გარკვეული ფერმენტების (ცოგ-1 და ცოგ-2 ) აქტივობის დაბლოკვით. მაგრამ ამ ფერმენტებს, გარდა ტკივილის ფორმირებაში მონაწილეობისა, ორგანიზმში გააჩნიათ სხვა ფუნქციებიც, კერძოდ,ცოგ-1 უზრუნველყოფს კუჭის გარსის დამცავი ლორწოვანის სინთეზს. ამიტომ მისი მოქმედების ხანგრძლივად დაბლოკვა ზრდის კუჭიდან სისხლდენის რისკს, რაც ითვლება ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენად და მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტის მიზეზად.

ამ ჯგუფის ყველა პრეპარატს აქვს ეს გვერდითი მოვლენა?

რა თქმა უნდა, ფარმაცევტულმა კომპანიებმა იციან, რომ ერთ პაციენტს შესაძლოა 2-3 ქრონიკული დაავადება ჰქონდეს. ამიტომაც ცდილობენ, შექმნან უპირატესად ცოგ-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები, რომლებსაც ეს გართულებები ნაკლებად ექნებათ. ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზეც არის წარმოდგენილი რამოდენიმე ასეთი პრეპარატი.

ხანგრძლივად მისაღებ პრეპარატებს შორის მინდა გამოვყო ახალი მოლეკულა – აცეკლოფენაკი – აერტალი (უნგრეთი, „გედეონ რიხტერი“), რომელსაც გააჩნია უპირატესად ცოგ-2-ის ინჰიბირების ფუნქცია, შესაბამისად სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გართულებები, რაც მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ამ ჯგუფის მედიკამენტისათვის.

რა შემთხვევებისას ანიჭებთ უპირატესობას აცეკლოფენაკის(აერტალის) გამოყენებას?

პრეპარატს სხვადასხვა შემთხვევებში ვიყენებ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ტკივილის არსებობისას, რომელიც უკავშირდება ნერვის გარსის შეშუპებას ან დაზიანებას; როდესაც პროცესი ქრონიკულია; როდესაც აღინიშნება ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანება(ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი); პრეპარატის უსაფრთხოებიდან გამომდინარე განსაკუთრებით 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში, რომლებიც ისედაც იღებენ მრავალ მედიკამენტს.

რატომ იყენებთ ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისას „აერტალს“ და არა სხვა NSAID-ს?

„აერტალს” გააჩნია გარკვეული განსხვავებები სხვა NSAID-ებისაგან, რომელიც დადასტურებულია მრავალრიცხოვანი კვლევებით. ესენია:

· ხრტილოვანი ქსოვილის დესტრუქციის შეჩერება და რეგენერაციის ზრდა, აღდგენის დაჩქარება;

· უსაფრთხოება ხანგრძლივი გამოყენების დროს;

· კუჭ- ნაწლავიდან სისხლდენის ყველაზე ნაკლები რისკი;

· კომპლექსური (სამმაგი) მოქმედება:

· მოქმედებს, როგორც არასტეროიდი - ციკლოოქსიგენაზაზე;

· მოქმედებს, როგორც სტეროიდი - ქსოვილოვან შეშუპებაზე;

· მოქმედებს, როგორც ქონდროპროტექტორი - ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციაზე.

ვინაიდან სამივე რგოლზე ერთდროულად შეუძლია იმოქმედოს, ქრონიკული პროცესების დროს, როდესაც ქსოვილის დესტრუქცია(რღვევა) დაწყებულია, აცეკლოფენაკს (აერტალს) გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი,იმ პაციენტებშიც კი, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგ.: შაქრიანი დიაბეტი, წყლულოვანი დაავადება ანამნეზში, ჰორმონალური დარღვევები) შეზღუდული აქვთ სტეროიდების გამოყენება.

დღის განმავლობაში როგორ უნდა მივიღოთ აცეკლოფენკი (აერტალი)?

დღეში 2-ჯერ 12 საათიანი ინტერვალით ჭამის შემდეგ. ხანგრძლივობა უნდა შეარჩიოს ექიმმა, თუმცა ხანგრძლივი მიღებისას ხასიათდება ყველაზე მეტი უსაფრთხოებით, მათ შორის, კუჭ-ნაწლავური გართულებების თვალსაზრისით.

Galaxy Fold ლიმიტირებული რაოდენობით საქართველოშია

„ისი პარის“ ახალი ფილიალი City Mall საბურთალოში გაიხსნა!

რომელი პროდუქტები უნდა შეიძინოთ წინასწარ, ახალ წლამდე