ავტორი:

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი

“33 წლამდე ასაკის კაცები უსარგებლოები არიან“ - ჯენიფერ ლოპესი

რომანტიკული პარტნიორის პოვნა, რომლის გვერდითაც თავს კომფორტულად და ბედნიერად იგრძნობ, არ არის მარტივი. პოტენციურ სიყვარულს ადამიანები სხვადასხვა გარემოში ვხვდებით. ტექნოლოგიების ეპოქაში კი, ტრენდული გახდა პარტნიორის გაცნობის საიტზე შერჩევა.

ამ მხრივ განსაკუთრებული პოპულარობით Tinder სარგებლობს. სოციალური ქსელის მომხმარებლებს საშუალება აქვთ პარტნიორის სწორად შერჩევის შესახებ რჩევები პოპულარული ადამიანებისგანაც მოისმინონ.

ვინ შეიძლება მოგცეს გამოსადეგი რჩევა, თუ არა ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობებისა და ქორწინებების დიდი გამოცდილება აქვს.

Tinder ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ ეხმარება ჯენი გაცნობის საიტის მომხმარებელს შესაფერი მამაკაცის შერჩევაში.

"ქანთრის“ შემსრულებელ 29 წლის ბრუკს ჯენი ეუბნება, რომ "კაცები 33 წლამდე უსარგებლოები არიან.“

ჯენიფერის ამ გამონათქვამს საზოგადოებაში განხილვა მოჰყვა. მომღერალი და მსახიობი კაცებმა გააკრიტიკეს, თუმცა როგორც ურთიერთობების ექსპერტი, ჯეინ გრირი Insider-თან ამბობს, ჯენიფერ ლოპესმა ფანტასტიკური რჩევა მისცა არა მარტო ბრუკს, არამედ დანარჩენ ქალებსაც.

"კაცებს სჭირდებათ 33 წლამდე პერიოდი იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიონ კარიერაში, გახდნენ ფინანსურად სტაბილურები, თავადაც უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და გვერდით მყოფ ქალსაც დაცულობის გაცნდა გაუჩინონ. ამ ასაკში კაცი უფრო მზრუნველია, აქვს გამოცდილება და იცის, როგორ მიაღწიოს წარმატებას, ჩამოყალიბებული ადამიანია, შესაბამისად, იცის რა სურს და შეიძლება, რომ მას დაეყრდნო.

ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ 20 წლის ბიჭებმა საკუთარ თავს ლიმიტი დაუწესონ და არავის შეხვდნენ, თუმცა ასეთი ასაკის მამაკაცები არ არიან მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის და მათზე ოცნების კოშკები არ უნდა ავაგოთ“, - ამბობს ურთიერთობების ექსპერტი.

ის განმარტავს, რომ 30-33 წლამდე ასაკში კაცი არასტაბილურია ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის, ურთიერთობების კუთხითაც, არ იცის როგორი ურთიერთობა სურს, არ იცის, ვის გვერდით იქნება ბედნიერი, სწორედ ამიტომ, ისინი ხშირად ერთდროულად რამდენიმე ადამიანს ხვდებიან.