ავტორი:

ლევან ხაბეიშვილი ერეკლე კუხიანიძეზე - "გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად"

ლევან ხაბეიშვილი ერეკლე კუხიანიძეზე - "გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიცვალებულად გამოცხადებას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ მან საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

"ეს ქაჯეთის ციხეა, სადამდე უნდა ვუბრახუნოთ. მე ვთავაზობ, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტებს, ერთი შესაძლებლობა არის იმის, რომ ბატონმა კუხიანიძემ დატოვოს საკრებულო, კანონის შესაბამისად ვამბობ.

თუ ის არ დაწერს განცხადებას, თუ საკრებულოს თავმჯდომარე და უმრავლესობა არ მოინდომებს, რომ უთხრან, გავიდეს უმრავლესობიდან, ერთი შესაძლებლობა არსებობს - ეს კაცი ისედაც მიცვალებული იყო ქართველი ხალხისთვის, არაფერი გაუკეთებია, ახლა განსაკუთრებით არის პოლიტიკური მიცვალებული, გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად, მივმართოთ მუნიციპალიტეტს და გადაამოწმოს ეს კაცი ცოცხალია თუ არა.

რეგლამენტის შესაბამისად, ადამიანს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს თუ ის მიცვალებულად გამოცხადდება.

ჩემი აზრით, ეს ადამიანი პოლიტიკურად მიცვალებულია, მას ნამდვილად არაფერი ესაქმება თბილისის საკრებულოში, ამიტომ ჩვენ მათ შორის, საკრებულოს ოპოზიცია უზრუნველვყოფთ წერილის მომზადებას, სადაც მივუთითებთ, რომ ბატონი კუხიანიძე ქართველი ხალხისთვის მისი განცხადების შემდეგ პოლიტიკურად მიცვალებულია, მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტს, მიაკითხონ სახლში და სამეზობლოში, ეს კაცი ცოცხალია თუ მკვდარი.

ჩემი ღრმა რწმენით, მისი მეზობლების ძალიან დიდი ნაწილი დაადასტურებს, რომ ეს კაცი დიდი ხანია პოლიტიკური მიცვალებულია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საზოგადოებამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის შესახებ სკანდალური განცხადების შემდეგ გაიცნო. კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

"პარლამენტში ჩვენ 3 დეპუტატი გვყავს და კანონს თუ გვარგებდნენ, წესიერად მოერგოთ, მეოთხე სად ვიპოვოთ ფრაქციის შესაქმნელად" - იაგო ხვიჩია

"რკინის ბარიკადებს ხელს 6 საათი ურტყამდნენ, ხმაური მხოლოდ გამთენიისას შეწყვიტეს" - რა ხდებოდა წუხელ რიონის ხეობაში, სადაც "ენკას" წარმომადგენლებს ოფისში შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ

როგორ ულოცავს შარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს?