ავტორი:

საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს.

როგორც გამოკითხვის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ბექა კვიციანმა ჟურნალისტებს განუცხადა, წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, 2010-2013 წლებში, გიგა ბოკერია იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაბამისად, გამოძიებას კითხვები აქვს მის მიმართ ამავე პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ბექა კვიციანის თქმით, საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რომელთა შედეგადაც გიგა ბოკერიასთვის დამატებითი კითხვების დასმის აუცილებლობა დადგა. სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე პროკურორმა ჟურნალისტებთან არ ისაუბრა იმ მიზეზით, რომ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო.

"საქმე არის საკმაოდ მოცულობითი და გამოძიება რამდენიმე წელია მიმდინარეობს. გიგა ბოკერიას გამოკითხვის საჭიროება დადგა, დაესმება კითხვები. ზოგადად, გეუბნებით, რომ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგადაც დადგა გიგა ბოკერიას გამოკითხვის აუცილებლობა. კონკრეტულად, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, როდის ჩატარდა, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეს მინიჭებული აქვს გრიფით საიდუმლო, დეტალებში ვერ შევალ",-განაცხადა კვიციანმა.

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს

რა პოსტზე აირჩიეს შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში