ავტორი:

ამერიკელი კონგრესმენების წერილი გიორგი გახარიას - "შოკირებულები ვართ იმით, რომ დაპირებული რეფორმები ჩაიშალა..."

ამერიკელი კონგრესმენების წერილი გიორგი გახარიას - "შოკირებულები ვართ იმით, რომ დაპირებული რეფორმები ჩაიშალა..."

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა თავის „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.

აღწერაში კინზინგერი წერს: "როგორც კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, მე და გერი კონოლმა ეს წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავუგზავნეთ, რომელიც ეხება, გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ იმ პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ქართველ ხალხსა და საერთაშორისო საზოგადოებას პირობა ჰქონდათ მიღებული“.

წერილი, რომელიც ა.წ. 13 დეკემბრით არის დათარიღებული, გიორგი გახარიასადმი მიმართვით იწყება და ხაზს უსვამს, რომ კონგრესმენები კინზინგერი და კონოლი შეშფოთებულნი არიან, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გიორგი გახარია, როგორც „კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის“ თანათავმჯდომარეები, ჩვენ დღეს გწერთ მზარდი შეშფოთებით უახლეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაპირებული პოლიტიკური რეფორმების მიტოვების შესახებ, ისევე, როგორც მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებაზე ცნობების თაობაზე.

1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველომ განავითარა ძლიერი დემოკრატიული საფუძველი და მოახდინა დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისადმი ერთგულების დემონსტრირება. ეს არის, თუ რატომაც ვართ შოკირებულები იმის გაგებით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საქართველოს პარლამენტში დაპირებული რეფორმები ჩაიშალა.

საქართველო ამ რეფორმებზე წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად.

ეს ვალდებულება აღებული იქნა არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის წინაშე. იმედი გვაქვს, რომ ქართველი თანამდებობის პირები დაუყოვნებლივ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და ამ მნიშვნელოვან რეფორმების პაკეტს მიიღებენ.

ქართველებს უნდათ ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის გათანაბრებული დასავლეთთან და აქვთ მისწრაფება, შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში, რათა მშვიდობიანად გამოეხატათ მათი შეშფოთება და შემდეგ ისინი მოძალადეებს გადაეყარნენ. მაშინ როდესაც ნებისმიერ მთავრობას აქვს უფლება, გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის წინააღმდეგ, დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას, საკუთარი აზრის გამოსახატად გამოიყენონ მშვიდობიანი საშუალებები. სიახლე, რომ ასობით პროტესტანტი, ჟურნალისტი, და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა - და ჰოსპიტალიზებულიც იქნა - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით, თავზარდამცემია.

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და სტრატეგიული პარტნიორი თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში იყო, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ახლახან გამოამჟღავნა თავისი მხარდაჭერა საქართველოსადმი „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ (H.R. 598) მიღებით, რომელიც აცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტ მხარდაჭერას, ასევე, აღიარებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებებისადმი, და ადასტურებს რეგიონში შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყოფნას. ახლა საქართველოს ხელისუფლების ჯერია, მიჰყვეს თავის ვალდებულებებს საქართველოს ხალხის წინაშე. ველით თქვენთან ერთად მუშაობას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ის, რომ საქართველოს დემოკრატია მომავალ წლებში მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდეს“.

"ვინ სიკვდილები არიან ეს ხალხი? ამათ ქართველობა ღვინის ჩასხმა და ღორივით დალევა ჰგონიათ?" - აკაკი ბობოხიძე პრაიდის მოწინააღმდეგეებზე

"ნამუსიც კარგი საქონელია" - გვახსოვს მისი ჩატარებული ოპერაციები" - ირაკლიკ ქადაგიშვილი გიორგი გახარიას განცხადებებზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"