ავტორი:

ავტოტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება

ავტოტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება

საქართველოში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს ტრანსპორტის გამონაბოლქვი. ადამიანებს, რომლებიც ხშირად მოძრაობენ გზების მახლობლად, განსაკუთრებით პიკის საათებში, შესაძლებელია, აღენიშნოთ ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტიდან გამოყოფილი გამონაბოლქვთან. მსუბუქი მანქანებიდან, სატვირთო მანქანებიდან და სხვა საგზაო სატრანსპორტო საშუალებებიდან გამოყოფილი ჰაერის დამაბინძურებლები უფრო მაღალი კონცენტრაციით გვხვდება ისეთ გზებზე, სადაც მოძრაობა ინტენსიურია. ტრანსპორტიდან გამოყოფილი დამაბინძურებლების მაგალითებია: მყარი ნაწილაკები (PM), ნახშირჟანგი (CO), აზოტის ოქსიდები (NOx) და ბენზოლი. ტრანსპორტიდან შეიძლება გამოიფრქვეს ჰაერში ისეთი ნაერთებიც, რომლებიც იწვევს სხვა დამაბინძურებლების წარმოქმნას , მაგალითად, აზოტის დიოქსიდი (NO2), რომელიც ზოგადად მომატებული კონცენტრაციით დამახასიათებელია მაგისტრალურ გზებთან ახლოს, და ასევე მიწისპირა ოზონი (O3). ტრანსპორტის სექტორს, მშენებლობის სექტორთან ერთად, მნიშვნელოვანი და მზარდი წვლილი მიუძღვის მცირე ზომის მყარი ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურებაში. ქალაქებში მყარი ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურების 30-50% მოდის საგზაო ტრანსპორტზე. ამასთან, ტრანსპორტის მთლიანი წვლილი ჰაერის მყარი ნაწილაკების დაბინძურებაში შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ქალაქების მიხედვით. ეს პრობლემა ნაწილობრივ გამოწვეულია ძველი და არაეფექტური დიზელის ავტომანქანების გამოყენებით, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ქსელის ნაკლებობით.

რა ახდენს გავლენას ჰაერის ხარისხზე?

სატრანსპორტო საშუალებები და გამოყენებული საწვავის ხარისხი, ასევე ქარის სიჩქარემ და მიმართულებამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ჰაერის დაბინძურების ხარისხზე გზების მიმდებარედ. საერთოდ, რაც მეტი მოძრაობაა, მით მეტია გამონაბოლქვი. ამასთან, გარკვეულმა საქმიანობებმა, როგორიცაა მანქანის მკვეთრად დამუხრუჭება და სწრაფი დაძვრა, გაჩერებულზე ძრავის მუშაობა და სხვა. შეიძლება გაზარდოს გარკვეული დამაბინძურებლები გამონაბოლქვში. ამას გარდა გზებზე ჰაერის ხარისხზე ზემოქმედება შეიძლება იქონიოს მანქანასთან დაკავშირებულმა სხვა პროცესებმაც, მათ შორისაა საწვავის აორთქლება, საბურავების ცვეთა, მანქანების მოძრაობით წარმოქმნილი მტვერი და სხვა. ჰაერის დაბინძურება იცვლება დღის განმავლობაშიც და ყველაზე მაღალია პიკის საათებში, ასევე დამოკიდებულია გზის რელიეფზე, ქარის მიმართულებაზე და განიავებაზე, დამაბინძურებლების კონცენტრაცია ყველაზე მაღალია გზის მახლობლად და შედარებით იფანტება გზიდან მოშორებით.

მცენარეული საფარის არსებობა ასევე გავლენას ახდენს დამაბინძურებლების კონცენტრაციაზე. ისევე როგორც ხეები, ასევე დიდი ბუჩქები ამცირებენ ჰაერში დამაბინძურებლების კონცენტრაციას. მცენარეების ზომა და მცენარის ზრდის პროცესის უწყვეტობა მნიშვნელოვანი ფაქტორებია ჰაერში დამაბინძურებლების კონცენტრაციის შემცირებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გზის პირებზე იყოს კარგი გამწვანება.

დაბინძურებული ჰაერის მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდირებულია პიკის საათებში მოვერიდოთ ფეხით გადაადგილებას, სეირნობას და სპორტულ აქტივობას ისეთ ქუჩებზე, სადაც მრავლად არის ავტოტრანსპორტი და ხშირია საცობები, რადგან სწორედ ამ დროს გამონაბოლქვთან ერთად გამოიყოფა დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მოსახლეობის 91%-ზე მეტი ცხოვრობს გარემოში, სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი აღემატება ჯანმოს მიერ მოწოდებულ ზღვრულ მაჩვენებელს. ყოველწლიურად ინფარქტით, ინსულტითა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებებით გარდაცვლილთა 25% დაკავშირებულია დაბინძურებულ ჰაერთან.

R

Galaxy Fold ლიმიტირებული რაოდენობით საქართველოშია

„ისი პარის“ ახალი ფილიალი City Mall საბურთალოში გაიხსნა!

რომელი პროდუქტები უნდა შეიძინოთ წინასწარ, ახალ წლამდე