ავტორი:

"მხოლოდ ქართულის" პირველი თამამი ექსპერიმენტები და შემდგარი შოუ  - "ფსიქოთერაპიული ტრენინგი ჩავუტარეთ საკუთარ თავს"

"მხოლოდ ქართულის" პირველი თამამი ექსპერიმენტები და შემდგარი შოუ  - "ფსიქოთერაპიული ტრენინგი ჩავუტარეთ საკუთარ თავს"

მეგაპროექტის "მხოლოდ ქართული" პირველი ლაივკონცერტი შედგა და კონკურსის წესების თანახმად ერთ-ერთმა კონკურსანტმა თორნიკე აბრამიშვილმა პროექტი უკვე დატოვა კიდეც. გამოიკვეთა მაყურებლის რჩეულიც, ნინი შონია.

როგორც ცნობილია, პირველი ლაივკონცერტი გენიალური კომპოზიტორის, გია ყანჩელის შემოქმედებას დაეთმო. სცენაზე სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით მუშაობდა.

კონკურსანტებმა დაკისრებულ ამოცანას თავი გაართვეს. თუკი აქამდე ორკესტრთან სიმღერის შესრულება შოუში უმეტესად ფინალისკენ ხდებოდა, ამჯერად ამის პრეცედენტი პირველივე ლაივკონცერტზე შედგა. როგორც მაყურებელი აღნიშნავს, შოუც შედგა, ამ ყველაფრით უკმაყოფილო არც პროექტის ორგანიზატორები არიან.

"მხოლოდ ქართული 3" წინამორბედი სეზონებისგან იმით გამოირჩევა, რომ ტექნიკურად, შინაარსობრივად, ადამიანური და ფინანსური რესურსის თვალსაზრისით, ყველაზე მასშტაბური პროექტია. მეგაშოუ კეთდება არხზე, რომელიც სამი თვის წინ გაიხსნა და ალბათ, მსგავსი პრეცედენტი არც არსად ყოფილა. შეუძლებელი რამ არის, სამი თვის გახსნილმა არხმა, რომელიც ნათხოვარ შენობაში ფუნქციონირებს და არ ჰყავს თავის პროდაქშენ-დეპარტამენტი, როგორიც "რუსთავი 2"-ში მუშაობისას იყო", - გვეუბნება პროექტის პროდიუსერი მაიკო ლომიძე.

გარდა იმისა, რომ "მხოლოდ ქართული" სრულიად ახალ არხზე კეთდება, მნიშვნელოვანია, რომ ის არა დედაქალაქიდან, ფილარმონიის, ან რომელიმე თეატრის დარბაზიდან მაუწყებლობს, არამედ რეგიონიდან - მასპინძელი "კაჭრეთი ამბასადორია".

"აქამდე დედაქალაქში რეგიონებიდან ვიწვევდით ადამიანებს, ახლა პირიქით გამოვიდა, თბილისიდან რეგიონში გავედით, კონკრეტულად კი კაჭრეთში. ამან რაღაცნაირად სხვა ხასიათი მისცა ჯერ კიდევ კასტინგების ეტაპზე სამივე ეპიზოდს" - აღნიშნავს პროდიუსერი.

კაჭრეთში დარბაზმა, რომელიც ასეთი შოუებისთვის არ არის აშენებული, ლაივკონცერტის სპეციფიკას კარგად გაუძლო - შოუ გრანდიოზული გამოვიდა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მსგავს პროექტებზე მუშაობის პერიოდში ამხელა სცენა ჯერ არასად დაუმზადებიათ, რაც კაჭრეთში 5 დღე-ღამეში გაკეთდა.

"გია ყანჩელის ნამუშევრების შესრულებას გამბედაობა უნდა, ეს დიდი გამოცდილების მქონე არტისტებსაც ეძნელებათ. ამიტომ, ჩვენთვის სარისკო და ამბიციური განაცხადი იყო, რომ კონკურსანტებს ორკესტრის თანხლებით პირველივე ტურზე ყანჩელის ნამუშევრები შეესრულებინათ, მაგრამ ფსიქოთერაპიული ტრენინგი ჩავუტარეთ საკუთარ თავს, რომ ჩვენ ამას შევძლებდით და გამოგვივიდა კიდეც" - დასძენს მაიკო ლომიძე.

და კიდევ, პირველად, "მხოლოდ ქართულის" არსებობის მანძილზე მარინა ბერიძე, რომელიც პროექტს უკავშირდება, მთლიანად მისი ნაწილია და ობიექტური, ზოგჯერ ხისტი ჟიურის წევრია, ჟიურის შემადგენლობაში ამ სეზონზე აღარ არის, რადგან მან მუსიკალურ პროდიუსინგში გადაინაცვლა. შოუს მუსიკალურ კონცეფციას ქმნის, რეპერტუარს არჩევს და "მხოლოდ ქართულის" მუსიკალური "დირიჟორია". გუნდი ყოველთვის ითვალისწინებდა მის რეკომენდაციებს, თუმცა ახლა ის "სადირიჟორო პულტთან" დადგა, რაც პირველივე კონცერტს დაეტყო. იმედია, ეს ხარისხი და შედეგი შოუს ბოლომდე ექნება.

ჟიურის შემადგენლობას მნიშვნელოვნი ცვლილება არ განუცდია - ერთდერთი ცვლილება ისაა, რომ მარინა ბერიძეს სტეფანე ჩაენაცვლა. პროექტის მონაწილეების დიდ ნაწილს კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუსიკასთან აქამდე შორს იყვნენ, ან ამ სფეროში თავი არ მოუსინჯავთ.

"რის მიღწევასაც ვცდილობთ, რაც მაყურებელს დაამახსოვრდება, შთაბეჭდილების შექმნაა და სწორედ ამისთვის არიან შერჩეული ასეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ თავისი სტილი, არიან საინტერესოები, ზოგი - ვოკალურად, ზოგი - გარეგნობით, გემოვნებით, ზომიერების გრძნობით. შერჩევისას მხოლოდ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელეთ. საერთოდაც ასე იყო, ვეძებდით საინტერესო, მოაზროვნე არტისტებს, რომლებიც წამოგვყვებოდნენ თამამ ექსპერიმენტებზე, რასაც ორგანიზატორები შესთავაზებდნენ. ამ შემთხვევაში კი ამ შეთავაზების ავტორი მარინა ბერიძე გახლავთ. ეს ადამიანები გვჭირდება იმისთვის, რომ მაყურებელს საინტერესო შოუთი კარგი შთაბეჭდილება შევუქმნათ და იმისთვისაც, რომ კონკურსანტებმა პროექტში საკუთარი თავი იპოვონ", - აღნიშნავს რესპონდენტი.

ისევე როგორც მარინა ბერიძე, პროექტს თავიდანვე დაუკავშირდა ისეთი ნიჭიერი მუსიკოსი, როგორიც ზვიად ბოლქვაძეა დ აქვე ჯგუფი "ნიუტონი". როგორც გაირკვა, წელს ისინი ყოველ კონცერტზე ვერ იქნებიან, რაც მხოლოდ მათ გრაფიკზეა დამოკიდებული.

ვინ არის ანუკი არეშიძის ულამაზესი რძალი, რომლის მეუღლე საზოგადოებამ წლების წინ სკანდალით გაიცნო

კარფურის ქსელში ლოტომანია დაიწყო!

"მე ჩემს გორელ გოგოს ვგულშემატკივრობ..." - 31 დეკემბერს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალია, როგორია მოლოდინები და ვინ ვის გამარჯვებას ელოდება