ავტორი:

ბერძნული მედია: 24 წლამდე ასაკის ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო

ბერძნული მედია: 24 წლამდე ასაკის ქართველმა ქალმა ახალშობილი ნაგვის ურნაში გადააგდო

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 24 წლამდე ასაკის ქალმა ახალშობილი შვილი ნაგვის ურნაში გადააგდო და მიატოვა.

შემთხვევა ქალაქ კალამატაში18 დეკემბერს მოხდა და ბერძნულ მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. როგორ ბერძნული გამოცემები წერენ, ნაგვის ურნა სავსე არ იყო და მას ზედ არაფერი ეყარა. ახალშობილი ბიჭი ნაგავზე ზემოდან იყო მოთავსებული და სწორედ ამიტომ ისმოდა მისი ტირილის ხმა გარკვევით.

სანაგვეზე დატოვებული ახალშობილი ბიჭი სრულიად ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კალამატას მერმაც. მან აღნიშნა, რომ ჩვილი სიკვდილს სასწაულის ძალით გადაურჩა.

"ბავშვი სასწაულით არის გადარჩენილი. ეს ტერიტორია დილის 05:00 საათიდან “იღვიძებს”. დღეს კი ნაგვის გასატანად მანქანამ დააგვიანა, რადგან ტექნიკური დაზიანება ჰქონდა. ხომ ხვდებით, იქ რომ მანქანა არ მისულიყო, ბავშვის ტირილს ვერავინ გაიგებდა. ისიც უნდა ვთქვა, რომ ნაგავი არ გააქვთ, არამედ ჭყლეტენ მას" - განაცხადა თანასის ვასილოპულოსიმ.

ბერძნული წყაროების მიხედვით, ჩვილის დედა იმ დღესვე იპოვეს სამართალდამცველებმა და მან აღნიშნა, რომ მატერიალური პრობლემების გამო შვილის გაზრდას ვერ შეძლებდა, რასაც თან ერთვოდა მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

“სასოწარკვეთილი ვიყავი და სწორედ ამან მაიძულა, რომ ბავშვი ნაგავში ჩამეგდო. არ მინდოდა ამის გაკეთება, ძალიან მიჭირდა, მაგრამ ფული არ მაქვს მის გასაზრდელად" - თქვა ახალგაზრდა ქალმა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ქართველი ქალი საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა და სამსახურის მოძებნას ცდილობდა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დედა ბავშვის უკან დაბრუნებას მოითხოვს და ნანობს ჩადენილს. ის დაკავებულია ჩვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

AMBEBI.GE დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში ინფორმაცია არ აქვთ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ახალშობილი ამჟამად გადაყვანილია კალამატას საავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „საბერძნეთში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა კალამატას პოლიციასთან, რათა დაადგინოს, ქალის ვინაობა და მოქალაქეობრივი კუთვნილება”, - განუცხადეს AMBEBI.GE-ს უწყების პრესსამსახურში.

რუსმა სპეცრაზმელებმა მეხუთე კლასელებს აქციის ხელკეტებით დაშლა "ასწავლეს" -   სკანდალური ვიდეო  და რუსების უმწვავესი გამოხმაურება

რატომ მალავს პუტინი შვილებს - რუსეთის პრეზიდენტის სავარაუდო ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ

პრინცი ჰარი სანტა კლაუსის ფორმაში - "სანტას ეს ვერსია უფრო მოგვწონს"