ავტორი:

სტუდენტური დასაქმების ინოვაციური მიდგომა, რომელმაც მსხვილი კომპანიების ყურადღება მიიპყრო

სტუდენტური დასაქმების ინოვაციური მიდგომა, რომელმაც მსხვილი კომპანიების ყურადღება მიიპყრო

დაასაქმე "SmartStuden" - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტური დასაქმების ინოვაციურმა მიდგომამ მსხვილი კომპანიების ყურადღება მიიპყრო.

დასაქმების ფორუმების მოძველებული ფორმატისგან განსხვავებით, ახალი სტრატეგია კომპანიას დამატებით სარგებელს სთავაზობს - დასაქმებული სტუდენტების უწყვეტი გადამზადება კომპანიისთვის საჭირო სფეროებში, სხვადასხვა დეპარტამენტის ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგია და ახალი სტანდარტები, რომელსაც სტუდენტი, უნივერსიტეტის ჩართულობით შეიმუშავებს და კომპანიაში განახორციელებს, მნიშვნელოვნად ცვლის მათ კარიერულ პერსპექტივას.

50-ზე მეტი ვაკანსია, სადაც სტუდენტებს პირველივე სემესტრიდან შეუძლიათ მუშაობის დაწყება, "სილიკონ ველი თბილისის" ფორუმზე იქნა წარდგენილი. ახალი სტრატეგიის წარმატებაზე დასაქმების სტატისტიკა მოწომობს: ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტ "SmartStudent"-ის ფარგლებში წარმოდგენილ თითქმის ყველა ვაკანსიაზე სტუდენტები იმავე დღეს დასაქმდნენ. პროექტის მიმართ კომპანიების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, უმოკლეს დროში ახალი ფორუმი გაიმართება.

(R)

"პატარა ვიყავი, მამამ დედას უთხრა: ეს აყვანილი გაიყვანე აქედანო" - "დიდი სცენის" კონკურსანტი რთული ისტორიით

"უფროსი ძმა მამას ურტყამდა, მაშინ ვიფიქრე, რომ ან ძმას მოვკლავდი ან მე-9 სართულიდან გადავხტებოდი" - მიშა ანდღულაძე მძიმე წარსულზე

"არ გაქვთ უფლება ცხოვრება დაასრულოთ... ქვეყნისთვის გაჩნდით და არა საკუთარი თავისთვის" - შალვა ამონაშვილის მიმართვა მშობლებსა და მოზარდებს