ავტორი:

სად გავატაროთ ახალი წლის ჯადოსნური ღამე

სად გავატაროთ ახალი წლის ჯადოსნური ღამე

ახლოვდება ახალი წელი და გარშემო წინასაახალწლო განწყობაა. ყველას სურს დადებით და მეგობრულ გარემოში გაატაროს ახალი წლის ჯადოსნური ღამე. სწორედ ასეთ ატმოსფეროს, სიურპრიზებით და გემოვნებიანი მუსიკით სავსე ახალი წლის ღამეს პირდება "ოტიუმი“ ყველა სტუმარს საახალწლო “Metallic Party”-ზე.

ორი ბილეთი ავიაკომპანია „აირზენასგან“ თბილისი - ბარსელონას მიმართულებით, ყვარლის ტბის საგზური ორ პერსონაზე, სასაჩუქრე ვაუჩერები „ისი პარისგან“, „ჯიპისისგან“, „ბიბლუსისგან“, „თორელისგან“ „ართ თაიმისა“ და "m|group-ისგან"- ეს იმ საჩუქრების ჩამონათვალია, რომლებიც ახალი წლის ღამეს „ოტიუმში“ გათამაშდება და იღბლიან სტუმრებს ახალი წლის განწყობას გაუხანგრძლივებს.

"ოტიუმი" სტუმრებს 31 დეკემბერს, საღამოს 11 საათიდან ელოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ ახალ, 2020 წელს სადღესასწაულო განწყობითა და გრანდიოზული ფეიერვერკის თანხლებით შეხვდნენ.

"ოტიუმი განსაკუთრებულად ემზადება 2020 წლის შესახვედრად - აქ დაგხვდებათ ძალიან დიდი მხიარულება, გემრიელი კერძები, მუსიკა დილამდე, რომელზეც დიჯეი იზრუნებს და უამრავი პრიზი. საჩუქრებს, შორის არის 2 ავიაბილეთი ბარსელონის მიმართულებით" - გვეუბნება საღამოს წამყვანი, ეთო ფურცხვანიძე.

"M Group"-ის მარკეტინგის მენეჯერის, ნათია მეტრეველის თქმით, „ოტიუმში“ მისულ სტუმრებს ყოველთვის ისეთი გარემო ხვდებათ, რომ კიდევ ბევრჯერ მისვლისა და დროის სასიამოვნოდ გატარების სურვილი უჩნდებათ:

"ახალი წლის ღამეს იქნება ყველაზე მხიარული ატმოსფერო, ფეირვერკი, დიჯეი დილამდე და „გუფი ლენდი“, რომელიც საღამოს მუსიკალურად გააფორმებს. საღამოს დრესკოდი იქნება ვერცხლისფერი შტრიხი სამოსში. ამ ყველაფერზე კი ზრუნავს გუნდი, რომელიც ყოველთვის ცდილობს სტუმრებს კარგი განწყობა შეუქმნან და მეგობრული, სასიამოვნო ატმოსფერო დაახვედრონ" - აღნიშნავს ნათია მეტრეველი.

ბილეთების გაყიდვა დაიწყო! საღამოს სპონსორია Teliani Valley • თელიანი ველი

პარტნიორები: Georgian Airways; Kvareli Lake Resort • ყვარლის ტბა; Arttime / ართთაიმი; Toreli • თორელი; Biblusi • ბიბლუსი; ჯპს აფთიაქი - GPC Pharmacy; ICI PARIS • ისი-პარი.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

ფინკა ბანკში ზამთრის აქცია დაიწყო-აიღეთ სესხი დღეს, ხოლო გადახდა აპრილში დაიწყეთ!

რა არის ორმხრივი ეტიკეტი და რატომ არის ის ბიზნესისთვის შეუცვლელი?

„ტერასა ბაკურიანის“ აპარტამენტების შეძენა წლის ბოლომდე 12%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი