ავტორი:

ვინ დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად

ვინ დაინიშნა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად

აშშ-ის სენატმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე კელი დეგნანი დაამტკიცა. როგორც აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, კენჭისყრა 19 დეკემბერს გაიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის სექტემბერის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე კელი დეგნანის წარდგენას აპირებდა.

როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზეა აღნიშნული, კელი დეგნანი არის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც ბოლოს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მოღვაწეობდა. ამ პოზიციის დაკავებამდე, კელი დეგნანი მსახურობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიაში, აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტში და აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ კოსოვოში. 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა პოლიტიკურ მრჩევლად ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში, უფროსი სამოქალაქო წარმომადგენლის პოზიციაზე ავღანეთში სალერნოს ბრიგადის საბრძოლო ჯგუფში და თურქეთში აშშ-ის დიპლომატიური მისიის პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. კელი დეგნანი იყო სახელმწიფო მდივნისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის სპეციალური მოადგილე. მას მიღებული აქვს ჟურნალისტიკის ბაკალავრის ხარისხი ნორსვესტერნის უნივერსიტეტში და სამართლის დოქტორის ხარისხი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო მდივნის ESA ჯილდოს მფლობელი და საუბრობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებზე.

ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს

"მიკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემსა და ივანიშვილს შორის პოპულარობაში" - სააკაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებზე

გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს