ავტორი:

რის გაკეთებას გეგმავს განათლების სამინისტრო და საპატრიარქო  მოზარდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების  წინააღმდეგ?

რის გაკეთებას გეგმავს განათლების სამინისტრო და საპატრიარქო  მოზარდების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების  წინააღმდეგ?

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, არასრულწლოვნებში ონლაინ და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას სამინისტრო კლასგარეშე აქტივობებს, კულტურის და სპორტის მიმართულებით წრეების ხელშეწყობას დაუპირისპირებს. ამის შესახებ ჩხენკელმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას "მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

"ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და რთული საკითხია, ეს არის გამოწვევა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშეა. საუკეთესო სტრატეგია ამ გამოწვევის დაძლევის არის კლასგარეშე აქტივობების კულტურის და სპორტის მიმართულებით წრეების და ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა. ამ მიმართულებით დაწყებულია ინტენსიური მუშაობა წრეების შექმნის და ხელშეწყობის კუთხით. ეს ეხება როგორც ხელოვნების მიმართულებას, ასევე მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ სპორტული აქტივობები სკოლებში. სწორედ ამ გზით უნდა დავუპირისპირდეთ ზოგიერთი ბავშვის დამოკიდებლებას აზარტულ და ონლაინ თამaშებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჩხენკელმა.

აზარტული თამაშების მოზარდებზე მძიმე გავლენის შესახებ ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საპატრიარქოში, სადაც თემაზე - "ახალგაზრდებში და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა დ პოპულარიზაცია” მრგვალი მაგიდა იმართება.

მეუფე შიოს თქმით, აზარტული თამაშები ანგრევს ადამიანის პიროვნებას და ახდენს დეგრადირებას, მისვე ცნობით, საპატრიარქოს ჩართულობით კანონპროექტი მუშავდება, რომელიც აზარტული თამაშების შესახებ რეგულაციებს ითვალისწინებს.

"აზარტული თამაშები და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ, შეიძლება ითქვას, სულიერი თვალსაზრისით ეს არის აბსოლუტური ბოროტება, ვინაიდან ანგრევს ადამიანის პიროვნებას, ახდენს დეგრადირებას. ჩვენ უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ მოხდეს შეზღუდვა. საპატრიარქო მონაწილეობდა კანონპროექტის შექმნაში, რომელიც რეგულაციებს უნდა ითვალისწინებდეს და იმედია, ასეთი შეხვედრა ხელს შეუწყობს ამ კანონის მიღებას”,- განაცხადა მეუფე შიომ.

ქართველი მძღოლების გადასამზადებლად ფონიჭალაში სასწავლო ცენტრი აშენდება - ვინ მიიღებს ევროკავშირში აღიარებულ სერტიფიკატს?

"ქართველები ხშირად დასცინოდნენ, ეუბნებოდნენ, თავის "ურჯულო" ქვეყანაში დაბრუნებულიყო" - ქართველ-ინდოელი წყვილის საოცარი სიყვარულის ამბავი

ოთხი მცირეწლოვანი შვილის მამას ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება - ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს