ავტორი:

"ცოტნე და ბრალდებულები დაჭრამდე ერთ სუფრასთან იყვნენ" -  რას ამბობს გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

"ცოტნე და ბრალდებულები დაჭრამდე ერთ სუფრასთან იყვნენ" -  რას ამბობს გამსახურდიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული პირები და ცოტნე გამსახურდია დაჭრამდე ერთ სუფრასთან იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, გამსახურდიას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ადვოკატის თქმითვე, ინციდენტი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ მოხდა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 4 პირი - 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., 1982 წელს დაბადებული პ.ყ. და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი - 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავინდებურად მძიმე რჩება.

"პაციენტის მდგომარეობა ამ წუთისთვის, დილასთან შედარებით არ შეცვლილა.კვლავინდებურად მძიმე რჩება.გრძელდება მკურნალობა იგივე მოცულობით, რაც იყო დილით. გართულებას ამ ეტაპამდე ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა კვაჭაძემ..

თბილისის ერთ-ერთ ბარში ივიკო ფრუიძის ცემის საქმეზე მეხუთე პირი დააკავეს

"მოვიდა თითქმის სრულად ყველანაირი სატელეფონო კავშირები... გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს" - ადვოკატი

"მანქანაში სისხლის კვალი, სავარაუდოდ, თამუნას ეკუთვნის... ვინ გადაიჭრიდა იქ ვენებს? ან ძალით ასმევდნენ რამეს და ამის ბრალია" - ბაჩალიაშვილის დედა