ავტორი:

"ფრენის ბოლოს გაიღვიძა და გამოაცხადა: " მე ბაჭია ვარო" - ანიტა ფაცაცია ინდოეთშია, მგზავრობამ გართულებების გარეშე ჩაიარა

"ფრენის ბოლოს გაიღვიძა და გამოაცხადა: " მე ბაჭია ვარო" - ანიტა ფაცაცია ინდოეთშია, მგზავრობამ გართულებების გარეშე ჩაიარა

2 წლის ანიტა ფაცაცია, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს გუშინ ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს. საბედნიეროდ, ფრენის პროცესს გართულებები არ მოჰყოლია და ანიტას მალე ოპერაციას გაუკეთებენ. ინფორმაციას პატარას მდგომარეობის შესახებ ინდოეთიდან ანიტას მშობლები ავრცელებენ.

მარიკო სადრაძე, ანიტას დედა:

"მოგესალმებით. ემოციურად სრულიად გადამწვარი ვარ, მაგრამ ის რაც ხდება დღეს საქართველოში, უბრალოდ არ მაძლევს ნებას დღესვე არ დავწერო. ჩემი ჩიტი თბილ ქვეყნებში ჩამოფრინდა, როგორც უკვე იცით. ფრენამ ჩაიარა იდეალურად. მთელი გზა ეძინა მე კი მის მონაცემებს ეკრანზე მივშტერებოდი. ყველაფერი იმდენად კარგად იყო მთელი გზის მანძილზე, რომ ექიმებს ყურსასმენები ეკეთათ და პლანშტებში ფილმებს უყურებდნენ. ფრენის ბოლო ნახევარი საათი გაიღვიძა და გამოაცხადა: " მე ბაჭია ვარო". კიდევ ბევრი მეჭორავა და ცოტა იცინა კიდეც. დავეშვით მშვიდობით. ეს ყველაფერი კი ზუსტად ვიცი თქვენი დამსახურებაა. მადლობა ყველას!!! <3 ჩემი გოგო ინტენსიური დააწვინეს და მარტო ერთხელ მომცეს ნახვის უფლება.

ჯერჯერობით ძილის რეჟიმზე ჰყავთ, მაგრამ რომ გაიღვიძოს და მე არ დავხვდე არ ვიცი რას იფიქრებს. პატარაა და ძალიან შეეშინდება. დარწმუნებული ვარ ეგონება, რომ დედამ მიატოვა. ხვალ გადაწყდება საკითხი პალატაში გადმოიყვანენ თუ ინტენსიურში დარჩება. ღმერთს ვთხოვ, ხვალ უკვე ჩვენთან იყოს, პალატაში. მიუხედავად ამისა, ანიტამ დღეს ერთ-ერთი ურთულესი ეტაპი წარმატებით გადალახა და ყველას გვიჩვენა იმის მაგალითი თუ როგორ უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის და მან ეს 2 წლის ასაკში შეძლო! დღეს მამამისს ვუთხარი, რომ იმდენად ძლიერი შვილი გვყავს, მგონი ვერ ვართმევთ თავს მის მშობლობას, რადგან ჩვენ ხშირად ვეცემით, ანიტა კი არასოდეს, არც ერთი წამით არ დანებებულა. მან დაამტკიცა, რომ სიცოცხლე ძალიან, ძალიან ტკბილია და ნებისმიერ ფასად უნდა ვიბრძოლოთ მის შესანარჩუნებლად" .

გიორგი ფაცაცია, ანიტას მამა:

"პირველი ღამის მშვიდობა ინდოეთიდან... დაგვიგროვდა კითხვები და აქ გავცემთ პასუხებს:

1. ვინ იპოვა კლინიკა და ვის ჰქონდა მასთან კონტაქტი?

კლინიკა პირველივე დღეებში მოიძია და მასთან კონტაქტზე გავიდა 1=7 იდან ერთ-ერთი - Natia Goderdzishvili და კლინიკაც თანხმობით გამოგვეხმაურა, თუმცა, კიდევ ერხელ ვიტყვით, რომ ფრენის რისკის გამო ( რაც არ გამართლდა ჩვენდა სასიხარულოდ ) ამ ვარიანტს განვიხილავდით ერთ- ერთ ბოლო ვარიანტად. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ კი, სხვა მხარეებთან ერთად - ისევ ნათია იყო ჩართული ანიტას უსაფრთხო ფრენის ორგანიზებაში. დიდი ადამიანური მხარდაჭერა ვიგრძენით საქართველოს ელჩისგან ინდოთში. მისგან გამოჩენილმა ყურადღებამ, კლინიკაში მისვლამ, აეროპორტში დახვედრამ ჩვენზე დადებითი გავლენა მოახდინა და ვიგრძენით, რომ ანიტას ოჯახი მარტო არ იქნება

2. ჰყავს თუ არა ინდოეთს ძლიერი სპეციალისტები?

პასუხი: აქაც განვმეორდებით და თან, რამდენიმე დეტალს დავამატებთ.ინდოეთში არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტრანსპლანტოლოგიის ცენტრი.ჰყავთ დიდი პრაქტიკის და გამოცდილების მქონე ტრანსპლანტოლოგები.ყველაზე პატარა პაციენტი, რომელსაც გაუკეთდა გულის გადანერგვა იყო 6 დ ღ ი ს.კონკრეტულად, ანიტას ექიმი Dr.ბალაკრიშნანი არის 30 წლიანი სტაჟის მქონე ბავშვთა ტრანსპლანტოლოგი. იგი ამჟამად იმყოფება აშშ-ში და 23 დეკემბერს ჩავა ინდოეთში. მანამდე კი ანიტას კარგად დაასვენებენ და ყველა საჭირო ზომას მიიღებენ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მისი ორგანიზმის მოსაძლიერებლად.

3. როდის უკეთდება ანიტას ოპერაცია და აპარატს ჩაუდგამენ თუ პირდაპირ გულის გადანერგვაზე იფიქრებს ექიმი?

პასუხი: ჯერ არ ვიცით როგორი იქნება ანიტას მდგომარეობა, ან, როდის გამოჩნდება დონორი. ამის მიხედვით გადაწყვეტენ ექიმები. შეიძლება, ჯერ აპარატის ჩადგმა გახდეს საჭირო , რომ შემდეგ მშვიდად დაველოდოთ დონორს. თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ანიტა აცდეს ორ ოპერაციას და პირდაპირ ტრანსპლანტაცია გაკეთდეს.

4. როგორია დროში სხვაობა თბილისსა და ჩენნაის შორის და როგორია კლიმატი?

პასუხი:ჩვენმა გოგომ ზამთრიდან. ზაფხულში გადაინაცვლა. მზე ჯერ ჩვენს გოგოსთან თენდება და 1 სთ-სა და 30წთ-ში თენდება ჩვენთან. (🇬🇪)

5. რა უნდა ვქნათ ინდოეთში ხაჭაპურზე?

პასუხი: რა უნდა ვქნათ და... სხვა გზა არ არის - ინდოელებს უნდა ვასწავლოთ ფენოვანების ცხობა. ☺️ შეგიძლიათ, სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზოთ.

რაც ყველაზე მთავარია, არ დაგვავიწყდეს მადლობა ვუთხრათ ღმერთს, ერთმანეთს და ყველას, ვინც მცირედით მაინც გვიდგას გვერდში ამ ბრძოლაში

ლოცვაც არ მოვაკლოთ ჩვენს გოგოს, გთხოვთ. (ფოტოები ძველია, მაგრამ ბევრს ასეთს გადაიღებენ მომავალშიც".

2 წლის ანიტა ფაცაციას უმძიმესი დაავადება - დილატაციური კარდიომიოპათია დაუდგინდა. მას ესაჭიროება მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია - გულის გადანერგვა. პატარა გოგონას ოჯახს რამდენიმე ქვეყანამ უარი უთხრა ოპერაციის გაკეთებაზე.

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ:

საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:

GE28BG0000000100761966

მიმღები - ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია)

თიბისი ბანკის ანგარიში:

GE38TB7855945064300017

გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად: პ/ნ 60001030692 ლია ჩხაიძე

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ატენის ხეობაში ძლიერ ხანძარს 200-მდე მეხანძრე აქრობს - ფოტოები სტიქიის ზონიდან

რატომ გაჩერდა დასავლეთისკენ მიმავალი მატარებელი ხარაგაულში - "საქართველოს რკინიგზაში" განმარტება გაკეთდა