ავტორი:

სალომე ზურაბიშვილი 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

სალომე ზურაბიშვილი 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა

ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან განუცხადა, სადაც 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

„ვუსამძიმრებ ოჯახს, დედას, ძმას, მის ყველა მეგობარს და საზოგადოებას, იმიტომ, რომ 15 წლის ბავშვის გარდაცვალება ეს არის საზოგადოებისთვის ტრაგედია. მე მგონი, ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ, დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი არ დატოვოს და ეს არის კვალი. იმის მაგივრად, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე ვიფიქროთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანია დაკავებული.

კახა კალაძემ სამტრედიაში მრავალშვილიან, ორ ოჯახს ბინები გადასცა

ბაკურიანში, რესტორანში ანრი ოხანაშვილსა და მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა - დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობაზე საფრანგეთს სძლია