ავტორი:

"კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც  სვამდნენ..." - გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ბრალს აღიარებს

"კონფლიქტი დაიწყო სუფრაზე, სადაც  სვამდნენ..." - გამსახურდიას საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული ბრალს აღიარებს

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი სოლოღაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. დაკავებულის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

“ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს წარედგინა ბრალი. ჯერჯერობოთ საქმის მასალები არ გადმოგვცემია. კონფლიქტი დაიწყო ერთ სუფრაზე, სადაც იმყოფებოდნენ და სვამდნენ. შესაბამისად, გამოძიება დაწყებულია პირადი დაპირისპირების საქმეზე და არა პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველზე. ჩვენებებს ჯერ არ გავცნობივარ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს თბილისში.

თუ ვისთან ერთად იმყოფებოდა ის, დეტალურად არ ვიცი, რადგან საქმის მასალებს არ ვიცნობ. ბრალის შესახებ დადგენილებაში წერია, რომ ცოტნე გამსახურდიასთან ერთად იმყოფებოდნენ სუფრაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან და იმედოვნებს, რომ სასამართლოები ჩატარდება სამართლიანი სასამართლოს რეჟიმში”,- განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი - 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე გაკეთებული განცხადების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა

ქუთაისში, სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს

ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს კახა შუშანაშვილს საფრანგეთის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა