ავტორი:

კახა კალაძის კომენტარი "ფეისბუქის" განცხადებაზე

კახა კალაძის კომენტარი "ფეისბუქის" განცხადებაზე

არანაირი კავშირი და არანაირი დამოკიდებულება ამ "ექაუნთებთან" დაკავშირებით არ მაქვს და არც ვიცი, რა "ექაუნთებზეა" საუბარი. ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის და ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა,-ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კითხვაზე, აღნიშნულ "ექაუნთებთან" ერთად, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდის გაუქმებაზე რას ფიქრობს, კალაძემ განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონია ოფიციალური გვერდი".

რაც შეეხება "ფეიკნიუსების" გავრცელების საკითხს, როგორც კალაძემ აღნიშნა, "ფეიკნიუსების" იდეოლოგები "ნაციონალური მოძრაობა" და "მისი განშტოებები არიან".

"ზოგადად, "ფეიკნიუსის" მთავარი იდეოლოგები ვიცით ჩვენ რომელი პარტიაა და ამას ჰქვია "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოებები. რა თქმა უნდა, თუ ამის დარეგულირება შესაძლებელია და მოხერხდება, მე ვფიქრობ, ევროპულ ქვეყნებში გარკვეული ცვლილებები იქნა განხორციელებული და შეგვიძლია გადმოვიტანოთ საუკეთესო მაგალითები, რომ ჩვენთანაც იყოს ეს მიდგომა და დამოკიდებულება "ფეიკნიუსები" გავრცელებასთან დაკავშირებით", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, "ნაციონალურ მოძრაობას", მისი აზრით, აქვს თუ არა იმის რესურსი, რომ 3016 დოლარი გადაიხადოს ყალბი "ფეისბუქ ექაუნთების" ფუნქციონირებაში, კალაძემ განაცხადა: "შეიძლება უფრო მეტი შესაძლებლობაც აქვთ. არ ვიცი".

შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა.

„წავშალეთ 39 ქართული „ფეისბუქ“ ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 „ინსტაგრამ“ ანგარიში, რომლებიც ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში“,- ნათქვამია კომპანია „ფეისბუქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რატომ დუმს გიორგი გახარია?! - "აუხსნეს, რომ პოლიტიკაში ჩაერევა მაშინ, როცა ეტყვის ივანიშვილი"

პრემიერის პრესსამსახური: "გახარია მიუნხენში გაემგზავრა, თუმცა სიცრუეა, რომ მისი და ლავროვის შეხვედრა იგეგმება"

ოთარ კახიძე - ევროპარლამენტმა "ოცნების" მომზადებული განცხადების პროექტი ჩააგდო