ავტორი:

Stamba's Books-შიელიფ შაფაქის "ხუროთმოძღვრის შეგირდის" წარდგენა გაიმართება

Stamba's Books-შიელიფ შაფაქის "ხუროთმოძღვრის შეგირდის" წარდგენა გაიმართება

25 დეკემბერს 19:00 საათზე Stamba's Books-ში ელიფ შაფაქის ახალი რომანის "ხუროთმოძღვრის შეგირდის" წარდგენა გაიმართება. წიგნს მწერალი, დათო ტურაშვილი წარადგენს.

მკითხველის მასპინძელი იქნება "შუა საუკუნეების სტამბოლი, ჯადოსნური, ფერადოვანი, იდუმალებით მოცული, ბოსფორისპირას ნებივრად გაწოლილი ქალაქი, კაცთა ბედისმჭედელი, შემოქმედთა ასპარეზი...

პერსონაჟთა უმდიდრესი გალერეა: სულეიმან დიდებულიდა მისი მემკვიდრეები, ევროპელი ელჩები თუ მოხეტიალებოშები, სუფი დერვიშები თუ ჰარამხანის ტურფები... და ამ გალერეის გვირგვინი – სტამბოლის ლეგენდარულიაღმშენებელი კოჩა მიმარ სინანი!"

"ხუროთმოძღვრის შეგირდი" ქართულ ენაზე პირველად ითარგნა და გამოიცა სერიაში "ლიტერე ინვენტე", რომელიც პირველ ქართულ თარგმანებს აერთიანებს.

ღონისძიებაზე მოსული სტუმრებისთვის წიგნი 20%-იანი ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.

ადამიანები, რომლებმაც გავლენა იქონიეს სხვადასხვა ეპოქაზე და შექმნეს ისტორია

პროექტს "ქართველი მეფეები" კიდევ 12 ტომი დაემატება

რა საჩუქრების შერჩევა შეგვიძლია 50%-მდე ფასდაკლებით?- საახალწლო აქცია „ბიბლუსში“ უკვე დაიწყო