ავტორი:

"ცოტნეს ორი ადამიანიც ვერ მოერეოდა... ყველამ იცის, რომ საქმეში სხვებიც იყვნენ" - რა ინფორმაცია აქვს დაკავებულებზე გამსახურდიას მეუღლეს

"ცოტნეს ორი ადამიანიც ვერ მოერეოდა... ყველამ იცის, რომ საქმეში სხვებიც იყვნენ" - რა ინფორმაცია აქვს დაკავებულებზე გამსახურდიას მეუღლეს

"სოლოღაშვილი მოერეოდა ცოტნეს? ეს ზღაპრები არავის სჯერა" - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა. მისივე თქმით, საქმეში რამდენიმე პირი ფიგურირებს და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.

"არ არის გამორიცხული ბევრი რამე შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ბრალდებულთა რიცხვი უნდა შეიცვალოს. პეტრე ყუფარაძის ამბავი მადარდებს ძალიან. ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება. რეალურად ეს არის ადამიანი, ვინც ცოტნე გადაარჩინა და ახლა შეიძლება მან ბევრი წელი მოიხადოს იმ საქმისთვის რომელშიც დამნაშავე არ არის.

საქმეში, სულ მცირე, ორი ცივი იარაღი ფიგურირებს, იყო ყავარჯენიც, იყო ბლაგვი საგანიც. ერთი ადამიანი ამდენ იარაღს ვერ დაიჭერდა, ვერც ორი, კიდევ ვიღაც ურტყამდა... ესენი არიან ბანალური ქურდბაცაცები, რომლებიც ევროპაში გადადიან ქურდობისთვის. ერთი გერმანიაში იხდიდა სასჯელს, ერთი საფრანგეთში, მესამე ორჯერ იყო პატიმრობაში საქართველოში. ერთ-ერთი ცოლის გვარზეც კი გადავიდა ამის გამო.

ის, რომ ცოტნეს ერთი ადამიანი მოერეოდა, ამას მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, ცოტნეს ორი ადამიანიც ვერ მოერეოდა. ყველამ იცის, რომ საქმეში სხვა პირებიც იყვნენ, უბრალოდ სამართლებრივი საფუძვლები უნდა იყოს იმისთვის, რომ იმ პირების დაკავება მოხდეს, რომლებიც ამ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობდნენ", - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დაკავებულ პირებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად ორი დღის წინ წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

გიორგი რურუას ბრალდებას ახალი მუხლი დაემატება

მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე გაკეთებული განცხადების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 1000 ლარით დააჯარიმა

ქუთაისში, სასაფლაოზე მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავეს