ავტორი:

ტესტი: როგორ მორთავდი ნაძვის ხეს? - აირჩიეთ ექვსიდან ერთი და გაიგეთ, საიდუმლო თქვენი პიროვნების შესახებ

ტესტი: როგორ მორთავდი ნაძვის ხეს? - აირჩიეთ ექვსიდან ერთი და გაიგეთ, საიდუმლო თქვენი პიროვნების შესახებ

საახალწლოდ ერთ-ერთი მთავარი კითხვა ასეთია - როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე, როგორი დეკორაციები შევარჩიოთ იმისთვის, რომ ახალ წელს იდეალური განწყობით შევხვდეთ?

როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ის, თუ როგორ რთავთ საახალწლოდ ნაძვის ხეს, თქვენი პიროვნების შესახებ ბევრ საიდუმლოს ამხელს.

საიდუმლოების გასაგებად კი, ფსიქოლოგები გვთავაზობენ ტესტს - ფოტოზე მოცემულია სხვადასხვაგვარი და სხვადასხვანაირად მორთული ნაძვის ხე. შეხედეთ მას და აირჩიეთ ის, რომელსაც თქვენთვის სიხარულის, ბედნიერების განცდა მოაქვს, აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან. ახლა კი, მოძებნეთ შესაბამისი პასუხი.

1. თუ პირველი ნაძვის ხე აირჩიეთ

ეს ნიშნავს, რომ კონსერვატორი ხართ. გამოირჩევით თავდაჯერებულობით და ზუსტად იცით, რა გსურთ, რა გჭირდებათ. თქვენთვის მარტივი არ არის კომფორტის ზონის დატოვება. არ გიყვართ სიახლეები. სამართლიანი ადამიანი ხართ, რომელიც მხარს უჭერს სხვებს.

მოგწონთ წესებით ცხოვრება, ყოველთვის ზედმიწევნით კარგად იცავთ იმ კანონებს, რომლებიც საკუთარ თავს თავადვე დაუწერეთ. მოგწონთ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი გარკვეულია. არ გიყვართ საიდუმლოები. წყობიდან გამოდიხართ მაშინ, როცა რაიმე გეგმის მიხედვით არ მიდის.

2. თუ მეორე ნაძვის ხე აირჩიეთ

გირჩევნიათ, რომ თქვენი ნაძვის ხე ყველასგან განსხვავებული იყოს. არ მოგწონთ ის, რაც მასას მოსწონს, სხვებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული შეხედულებები გაქვთ. საკუთარი გზა გაქვთ. ის ადამიანი ხართ, რომელიც ყოველთვის ამსხვრევს სტერეოტიპებს, არ ემორჩილება წესებს. თქვენი ცხოვრების მამოძრავებელი ძალა დიდი მიზნების მიღწევის დაუოკებელი სურვილია. საკუთარი თავის გამოხატვა და პირადი სივრცე მთავარია.

მუდამ ყურადღების ცენტრში ყოფნა გსურთ და გინდათ, აჩვენოთ ადამიანებს თქვენი ძალა. ღია ხართ სიახლეებისთვის და მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის. სირთულეები არ გაშინებთ და რაც მთავარია, მარტივად შეგიძლიათ მათი დაძლევა.

3. თუ მესამე ნაძვის ხე აირჩიეთ

მერყევი ადამიანი ხართ და ხშირად იცვლით შეხედულებებს, გეგმებს. თქვენთვის ძალიან რთულია არჩევანის გაკეთება. მარტივად მიდიხართ დათმობაზე და ცდილობთ, რომ გარშემო მყოფებს ბედნიერება მოუტანოთ.

ყოველთვის წინასწარ ფიქრობთ თქვენს ქმედებებზე, ფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად სწორად იქცევით. წინასწარ თუ კარგად არ აწონ-დაწონეთ, ნაბიჯს არ გადადგამთ. გიყვართ ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება. თქვენს გარემოცვაში ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანია, განსხვავებული შეხედულებებით, აზრებით, მაგრამ ყველა მათგანთან პოულობთ საერთოს.

4. თუ მეოთხე ნაძვის ხე აირჩიეთ

როგორც ჩანს, საახალწლო ნათურები თქვენთვის პრიორიტეტულია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, გამოირჩევით ინდივიდუალიზმით, უნიკალურობით და არავის ჰგავხართ. თქვენი მიზანია, ბევრმა ადამიანმა შეგამჩნიოთ და ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყოთ. სხვების აზრი არ გაინტერესებთ. თქვენთვის მთავარი მრჩეველი პირადი გამოცდილება და საკუთარი ცოდნაა.

ცხოვრებისგან იღებთ გამოწვევებს, შესაძლებლობებს, ხშირად ხართ პომპეზური წვეულებების სტუმარი. სახლში ყოფნა არ გიყვართ. საოცრად კომუნიკაბელური ხართ, გიყვართ დროის ხმაურიან გარემოში გატარება. ადამიანებს მარტივად უმეგობრდებით, თქვენთვის ძალიან ადვილია უცნობებთან საერთო ენის გამონახვა.

5. თუ მეხუთე ნაძვის ხე აირჩიეთ

ეს ნიშნავს, რომ მეოცნებე ხართ. თქვენი მოქმედებების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. განსაკუთრებული უნარი გაქვთ, რომ დაინახოთ და გამოიყენოთ შესაძლებლობები, მაგრამ იმის გამო რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა საქმით ხართ დაკავებული, ზოგჯერ, ვერ ასწრებთ ყველაფერს და საქმეები დაუსრულებელი გრჩებათ.

შეგიძლიათ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი მარტივად იპოვნოთ. ადამიანების ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვების განსაკუთრებული უნარი გაქვთ. გარშემო მყოფები მზად არიან დაგეხმარონ. ამავდროულად, მათ იციან, რომ მზად ხართ ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს გვერდით დაუდგეთ. გასაჭირში არავის არასოდეს მიატოვებთ.

6. თუ მეექვსე ნაძვის ხე აირჩიეთ

ეს ნიშნავს, რომ არ გიყვართ ცვლილებები და არ გიყვართ სიუპრიზები. ხართ თანამედროვე ადამიანი და გამოირჩევით მშვიდი ხასიათით. არ ცდილობთ ზედმეტი ყურადღების მიპყრობას, რადგანაც თვლით, რომ ეს არ გჭირდებათ.

ფიქრობთ, რომ ადამიანი ისეთი უნდა იყოს, როგორიც სინამდვილეშია, არ თამაშობთ და არ გიყვართ ყალბი ადამიანები. თქვენგან ტყუილსა და სიყალბეს არავინ არ უნდა ელოდოს. მტკიცე ადამიანი ხართ, რთულია, ვინმემ აზრი შეგაცვლევინოთ და შესანიშნავად იცით, რა გსურთ.