ავტორი:

ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მწვავედ 26 დეკემბრის მზის დაბნელებას - "მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება"

ზოდიაქოს რომელი ნიშნები იგრძნობენ ყველაზე მწვავედ 26 დეკემბრის მზის დაბნელებას - "მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება"

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 26 დეკემბერს მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ წერს და ზოდიაქოს ნიშნებს გაფრთხილებას აძლევს:

"მეგობრებო, წინ საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი. ფაქტობრივად, ახლა უკვე შევდივართ ე.წ. დაბნელებების დერეფანში. რა არის, რას წარმოადგენს დერეფანი? საქმე ისაა, რომ დაბნელებებს გააჩნიათ სეზონური ხასიათი და სეზონზე, როგორც წესი, გვაქვს ხოლმე ერთი მზის და ერთიც მთვარის დაბნელება, ხოლო პერიოდი, რომელიც ერთი დაბნელებიდან მეორემდე გრძელდება წარმოადგენს კიდეც მათ შორის არსებულ დროის დერეფანს. თუმცა არცთუ იშვიათად დაბნელებების ზეგავლენა ერთი კვირით ადრე მაინც იგრძნობა ხოლმე და ამდენივე ხანი გადაჰყვება დასრულების შემდგომაც.

მთვარის ეკლიპსი იანვრის 10 რიცხვში გვექნება

იქამდე კიდევ არის დრო და ჩვენ მასზე ცალკე ვისაუბრებთ. ახლა კი 26 დეკამბერს დილის 06:18-ზე თხის რქის მე-5 გრადუსზე ამ წლის ბოლო მზის დაბნელება გველის, რომელიც სულ რაღაც 3 წუთსა და 40 სეკუნდს გასტანს, მაგრამ მიუხედავად ასეთი ხანმოკლეობისა, მისი ზეგავლენა სამყაროზე ძალიან მძლავრი იქნება.

როცა ბუნებაში ასეთი მოვლენები ხდება, მზე და მთვარე შეერთებაში მოდიან. ანუ, ფაქტობრივად, ახალმთვარეობასთან გვაქვს საქმე და თუკი ყოველი ახალმთვარეობა ახდენს საკმაოდ ძლიერ ზეგავლენას ჩვენზე, როგორიღა იქნება ეს გავლენები, როდესაც დაბნელებასთან გვაქვს საქმე?

როგორც ყოველთვის, ეკლიფსებს ანუ დაბნელებებს გააჩნიათ კარმული ხასიათი. ისინი ყოველთვის აქცენტირებულია მთვარის კარმული კვანძებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოვლენებს აუცილებლად მოაქვს დრომოჭმულის დასრულება ჩვენს ცხოვრებაში და ახლის დასაწყისი. ერთი ესაა, რომ ადამიანების უმეტესობა ბუნებით კონსერვატორია და, სამწუხაროდ, ხშირად შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ სიკეთეს. ჩვენ გვაშინებს სიახლეები, რადგან არ ვიცით, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ცვლილებებს. ხშირად ადამიანები ვერც ხვდებიან, რომ რაღაცეებმა თავი ამოწურეს, რომ საჭიროა ძველის გაშვება და ახლის შენება. მაშინ სამყარო ამას ძალით აკეთებინებს. სწორედ ამიტომ აღიქმება დაბნელებების შედეგები ასე ფატალურად. წაიკითხეთ სრულად

"ბევრი კვლევის მიუხედავად, "ხელჩასაჭიდი“ ვერ ვიპოვნეთ. ვინერვიულეთ ბევრი" - რა პრობლემა აქვს ვახო სანაიას და თამუნა ყურაშვილის სრულიად ჯანმრთელ ბიჭს?

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ