ავტორი:

„თბილისური ეზო“ – „ბილტმორ თბილისის“ საახალწლო პროგრამა ძველი თბილისური ჰანგებითა და უნიკალური ქართული ქორეოგრაფიით

„თბილისური ეზო“ – „ბილტმორ თბილისის“ საახალწლო პროგრამა ძველი თბილისური ჰანგებითა და უნიკალური ქართული ქორეოგრაფიით

თბილისი ყოველთვის მრავალფეროვანი კულტურის ქალაქი იყო, სადაც ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, ერთმანეთის მიმართ ტოლერანტულები არიან, პატივს სცემენ ერთმანეთის შეხედულებებს და ხშირად, იზიარებენ კიდეც.

იტალიური ეზოების მხიარული და საინტერესო ამბები, რომელიც სხვადასხვა კულტურისა და ეთნოსის მრავალწლიან თანაცხოვრებას აღწერს, სახეცვლილებით, თუმცა გრძელდება. „თბილისური ეზოების“ ისტორიებმა იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩვენს კულტურაზე, რომ ხშირად ის სპექტაკლების, ისტორიული ლიტერატურისა თუ საახალწლო ღონისძიებების თემატიკად იქცა.

19-20 საუკუნის თბილისში დაწერილ თუ შესრულებულ სიმღერებს რომ მოუსმინოთ, მარტივად მიხვდებით, რამხელა გავლენა მოახდინა სხვადასხვა კულტურის სინთეზმა მუსიკაზე და ზოგადად, ხელოვნებაზე.

იმის გამო, რომ ძველი თბილისური ისტორიები, როცა ყველა ერთმანეთს იცნობდა, როცა მეზობლები ერთი ოჯახივით ცხოვრობდნენ, როცა საუკეთესო ჰანგები იბადებოდა, იქმნებოდა ეპოქალური ცეკვები თუ ნახატები, ისევ აქტუალურია, „ბილტმორ თბილისი“ წლევანდელ საახალწლო ღონისძიებას სწორედ ამ თემატიკაზე გამართავს.

31 დეკემბერს „ბილტმორ თბილისი“ სწორედ ე.წ. თბილისურ ეზოში უმასპინძლებს სტუმრებს.

„ბილტმორ თბილისში“ აღნიშნავენ, რომ მათ საახალწლო ღონისძიებაზე ჩამოსული სტუმრები თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში, რადგან „თბილისური ეზოს“ თემატიკაზე მიძღვნილ ღონისძიებაში თავიანთი კულტურის ელემენტებსაც ამოიცნობენ.

ახალი წლის კონცენტრზე სტუმრებს ექნებათ საშუალება ცოცხლად მოუსმინონ ცოცხალი ლეგენდის - ნანი ბრეგვაძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ შესრულებულ რომანსებს, ასევე იგრძნონ ნამდვილი ქართული სული, რომელსაც ცეკვით გადმოსცემს ქართული ეროვნული ბალეტის ნამდვილი საგანძური - „სუხიშვილები“.

დამსწრეები ისიამოვნებენ სხვადასხვა ეროვნების კოლორიტული სიმღერებით, რომლებსაც შეასრულებენ ცნობილი მომღერლები - ნუკრი კაპანაძე, გიორგი სუხიტაშვილი და პოლიფონიური კვინტეტი “The Quintessence”. ყველა მუსიკალური ნომერი ცნობილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, თეა დარჩიას თანხლებით შესრულდება, რომელიც საღამოს არაჩვეულებრივ ხიბლს შესძენს.

ყველასთვის საყვარელი, ლეგენდარული სიმღერების მოსმენისა და ქორეოგრაფიული ნომრების შესრულების შემდეგ, სასტუმროს დარბაზი ნამდვილ საცეკვაო სივრცედ გარდაიქმნება, რადგანაც დიჯეი დავით მაჩაიძე სცენაზე ნამდვილ ცეცხლს დაანთებს.

სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ განმარტავენ, სამეფო დარბაზი 300-მდე სტუმარს უმასპინძლებს როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან. მასშტაბური ჰოლი, შთამბეჭდავი ინტერიერი, სპეციალური განათება და დეკორი კიდევ ერთხელ დაარწმუნებს სტუმრებს, რომ ეს სწორედ ის ჯადოსნური სივრცეა, სადაც დაუვიწყარ ახალ წელს შევხვდებით.

აღსანიშნავია, რომ „თბილისური ეზოს“ გარდა, სასტუმროს „ზიმ“ რესტორანსა და ბარში ორი განსხვავებული გასართობი პროგრამა იგეგმება. თბილისის შთამბეჭდავი პანორამული ხედებით განთქმული, 30-ე სართულზე მდებარე „ზიმ“ ბარი სტუმრებს სთავაზობს ენერგიულ საახალწლო პროგრამას მუსიკალური ბენდი “Evening Project”-ის შესრულებით. 31-ე სართულზე მდებარე „ზიმ“ რესტორანი კი მეტად მყუდრო საღამოს გპირდებათ ოჯახური სადილით, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს დიჯეი თორნიკე თოფურიასა და მომღერალი, სალომე ყორღანაშვილის სპეციალური პროექტი.

რატომ არის შეუძლებელი სრულიად ჯანსაღი ხორცის ვიზუალურად ამოცნობა და რა პროცედურების დაცვით უნდა იყოს ის წარმოებული?

ჩაიფიქრე საახალწლოდ მილიონი და აუცილებლად აგიხდება

5 რამ, რაც იპოთეკური სესხის აღებამდე უნდა იცოდეთ