ავტორი:

8 კრიტერიუმი - როგორ შევარჩიოთ ლაზერული ეპილაციის აპარატი თანამედროვე ესთეტიკის ცენტრისთვის

8 კრიტერიუმი - როგორ შევარჩიოთ ლაზერული ეპილაციის აპარატი თანამედროვე ესთეტიკის ცენტრისთვის

ლაზერული ეპილაცია ის სერვისია, რომელსაც ყველა თანამედროვე ესთეტიკის ცენტრი სთავაზობს მომხმარებელს. მომსახურებაზე მოთხოვნა მაღალია და შესაბამისად, კონკურენციაც საკმაოდ მძაფრია. თუმცა ლოიალური მომხმარებლების შენარჩუნებას მხოლოდ ის ცენტრები ახერხებენ, რომლებიც კლიენტებს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობენ. მაღალი ხარისსხის მომსახურება გულისხმობს მაღალკვალიფიციურ ლაზეროთერაპევტს, რომელიც უნდა იყოს სერტიფიცირებული და მაღალი ხარისხის, სანდო ბრენდის აპარატს. სწორედ ამ ორი კრიტერიუმის ერთობლიობით მიიღება სასურველი შედეგი.

მაღალი ხარისხის ლაზერული ეპილაციის აპარატი კი არაერთი კრიტერიუმით განისაზღვრება. დღეს საზოგადოებაში მიღებულია მცდარი მოსაზრება, რომ სამსხივიანი აპარატი არის ყველაზე ეფექტური. რეალურად კი მხოლოდ სხივების რაოდენობით ხარისხის განსაზღვრა წარმოუდგენელია.

ახლა გთავაზობთ სწორედ იმ კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც ესთეტიკის ცენტრებმა, რომლებსაც წარმატების მიღწევა სურთ, ლაზერული ეპილაციის აპარატი უნდა შეარჩიონ.

სხივების რაოდენობა

სხვადასხვა ტიპის ლაზერულ სხივს შორის განსხვავება არის სხივის სიგრძე. იაგის სხივი არის ყველაზე გრძელი და მისი სიგრძე 1060-1064 ნანომეტრია. ის განსაკუთრებით ეფექტურია მუქი შეფერილობის კანზე. დიოდი არის 805-810 ნანომეტრი სიგრძის სხივი რომელიც უნივერსალურია და მორგებულია ყველა ტიპის კანზე. ალექსანდრიტის სხივი კი 755 ნანომეტრი სიგრძისაა და მას განსაკუთრებით ღია შეფერილობის კანზე გამოიყენებენ. ის უფრო ეფექტურია, როდესაც ღია კანსა და მუქი ფერის თმასთან გვაქვს საქმე.

საქართველოში უმეტესად მე-3-მე-4 ტიპის კანი გვხვდება, სადაც კანიცა და თმაც ცოტა მუქია. სწორედ ამიტომ ქართველებისთვის ეფექტურია დიოდი ან რამდენიმესხივიანი ეპილაცია, რომელიც შეიცავს დიოდსაც. ესთეტიკურმა ცენტრებმაც სწორედ ასეთი აპარატები უნდა შეარჩიონ.

შემცირებული დანახარჯები

ლაზერული ეპილაციის აპარატი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია და მისი მუშაობის პროცესიც ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ უმჯობესია შეარჩიოთ აპარატი, რომელსაც მუშაობისთვის არ სჭირდება კანის წინასწარ დამუშავება გელით. გელის წასმა კი არ სჭირდება აპარატს, რომელსაც ვაკუუმ თავაკი აქვს. ამ შემთხვევაში პროცედურა უფრო ბიუჯეტურთან ერთად, უფრო ეფექტურიც იქნება. რადგან ვაკუუმი კანის მელანინს ფანტავს და ლაზერის სხივს მხოლოდ თმაში განლაგებული მელანინი შთანთქავს.

ლაზერული აპარატი მხოლოდ თმის მოსაშორებლად არ გამოიყენება, სწორედ ამიტომ შეარჩიეთ აპარატი, რომელსაც თავაკები ეცვლება და რამდენიმე ფუნქციით გამოიყენებთ, მაგალითად, სიწითლეების, კაპილარების, პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად.

მოთხოვნადი აპარატი

მძაფრი კონკურენციის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ლაზერული ეპილაციის აპარატი, რომლის შეძენასაც აპირებთ, იყოს მოთხოვნადი. მაგალითად, დღეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Lumenis Splendor X აპარატია. რადგან ის წარმატებით პასუხობს თითოეულ გამოწვევას უსაფრთხო და ეფექტური შედეგებით. Lumenis-ის აპარატები საქართველოში არაერთ ესთეტიკურ ცენტრშია წარმოდგენილი და სწორედ ეს ცენტრები სარგებლობენ დღეს განსაკუთრებული პოპულარობით. მათ შორისაა, ჩაჩავას ესთეტიკური ცენტრი და კლინიკა „ნუაჟი“.

ოფიციალური დისტრიბუტორი

ლაზერული ეპილაციის აპარატი აუცილებლად ოფიციალური დისტრიბუტორისგან შეიძინეთ. ამ შემთხვევაში თქვენ დაცული ხართ ყოველგვარი მოულოდნელობისა ან პრობლემისგან. მხოლოდ სანდო და ხარისხიან ბრენდებს ჰყავთ ოფიციალური წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში, რადგან მათთვის ხარისხი მთავარი პრიორიტეტია და აპარატის გაყიდვის შემდეგაც ზრუნავენ საკუთარ მომხმარებლებზე.

სანდო ბრენდი

ლაზერული ეპილაციის ბრენდი უნდა იყოს სანდო და გამოცდილი. მაგალითად, ქართულ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი ყოველწლიურად განახლებას სთავაზობს მომხმარებელს. ეს შეიძლება ერთი შეხედვით პოზიტიურად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად კარგი ნამდვილად არაა როდესაც რამდენიმე ათეულ ათასს დებ ლაზერულ აპარატში და შენივე ბრენდი იმავე წელს გთავაზობს განახლებას და შენს აპარატს არეკლამებს, როგორც ძველ მოდელს. რეალურად ხარისხიან აპარატს ყოველ წელს რაღაცის გაუმჯობესება არ უნდა სჭირდებობდეს შედეგის მისაღწევად. თან უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ აღნიშნულ აპარატებს შორის სერიოზული განსხვავება არ არის და ეს უბრალოდ მარკეტინგული აქტივობაა. უნდა მოძებნოთ უფრო სტაბილური და სანდო ბრენდი. მაგალითად, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ასეთი ბრენდი არის Lumenis, რომელიც პერიოდულად აკეთებს პროგრამულ განახლებას, თუმცა მონაცემებით და ტექნოლოგიით იგივე სიმძლავრეს და დაპატენტებულ მოწინავე ტექნოლოგიას გვთავაზობს. კარგად ნაცადი და დატესტილი მაღალი სიმძლავრის აპარატით, თქვენ ნამდვილად შეძლებთ კლიენტების მოზიდვას და შენარჩუნებას.

გარანტია

ლაზერული ეპილაციის აპარატი აუცილებლად გარანტიით უნდა იყიდოთ. მაგალითად, Lumenis-ის აპარატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 1 წლიან საგარანტიო პერიოდსა და დამატებით პოსტ საგარანტიო სერვისს, რაც გულისხმობს სერთიფიცირებული ინჟინრების მომსახურებას.

მაღალი ენერგია

ლაზერული ეპილაციის აპარატი აუცილებლად მაღალ ენერგიაზე უნდა მუშაობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლები სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ და არასასურველი თმა არ გაქრება. მეორე მხრივ კი, დაბალი ენერგიით გაკეთებული ეპილაციის დროს ძალიან ხშირია თმის ჩაბრუნება, ფოლიკულის დაზიანება და არა განადგურება. ამიტომ დაბალ ენერგიაზე მომუშავე ლაზერული ეპილაციის აპარატით ლოიალური მომხმარებლების შენარჩუნება გაგიჭირდებათ.

კანის დაცვის ტექნოლოგია

სასურველია, თქვენ მიერ შერჩეულ აპარატს ჰქონდეს ოთხკუთხედი გასროლის არე. მრგვალი გასროლის არის შემთხვევაში კანის ზედაპირზე მუშაობის დროს ან უნდა გადაფარო ზონა, ან უნდა გამოტოვო. კვადრატების შემთხვევაში კი არც ზონის გამოტოვება ხდება და არც გადაფარვა, რაც ბევრად უსაფრთხოა. მეორე მხრივ, მრგვალი გასროლის არე მაქსიმალურ ენერგიას აღწევს კენწეროში, რაც საკმაოდ პატარა ზომისაა. კვადრატის შემთხვევაში ის განლაგებულია ზედაპირზე, შესაბამისად, ზომის მოცულობა არ იკარგება. სწორედ ამიტომ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და კანის დასაცავად შეარჩიეთ აპარატი, რომელსაც ოთხკუთხედი გასროლის არე აქვს.

ჩაიფიქრე საახალწლოდ მილიონი და აუცილებლად აგიხდება

5 რამ, რაც იპოთეკური სესხის აღებამდე უნდა იცოდეთ

რა დაგიჯდებათ წელს საახალწლო სუფრა, თუ მზა კერძებს შეიძენთ