ავტორი:

ანატომიის ესპანელი მასწავლებლის უჩვეულო კოსტიუმი გაკვეთილზე - "ბავშვები თვალებზე ხელს იფარებდნენ...“

ანატომიის ესპანელი მასწავლებლის უჩვეულო კოსტიუმი გაკვეთილზე - "ბავშვები თვალებზე ხელს იფარებდნენ...“

მასწავლებლობა რომ ურთულესი პროფესიაა, ამაზე ყველა ვთანხმდებით. პედაგოგები ათასგვარ მეთოდს მიმართავენ იმისთვის, რომ მოსწავლეებს სწორად მიაწოდონ სასწავლო მასალა და დამახსოვრება გაუმარტივონ, ასევე, სწავლის პროცესი უფრო სასიამოვნო და სახალისო გახადონ.

43 წლის ვერონიკა დუკუ ესპანელი ანატომიის მასწავლებელია. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ადამიანის აგებულება და შინაგანი ორგანოების შესახებ უკეთ შეეცნოთ, ვალიადოლიდის სკოლის მასწავლებელმა გადაწყვიტა ჩაეცვა ფორმა, რომელზეც ადამიანის შინაგანი ორგანოებია აღბეჭდილი. მასზე გამოსახულია ორგანოების რუკა მთელი სიზუსტითა და თითოეული დეტალით.

ვერონიკა ამბობს, რომ ეძებდა იდეას, თუ როგორ ესწავლებინა მოსწავლეებისთვის ადამიანის აგებულება მარტივად და როგორ გაეადვილებინა მოზარდებისთვის დამახსოვრება. პედაგოგის თქმით, მეთოდმა გაამართლა და გაკვეთილი საინტერესო გახდა.

თავდაპირველად, მასწავლებლის ფოტოები Twitter-ზე მისმა ქმარმა გამოაქვეყნა და სურათები ვირუსულად გავრცელდა. ვერონიკას შესახებ პოსტმა 24 საათში 65 ათასი მოწონება და 14 ათასი კომენტარი მოაგროვა.

"ძალიან ამაყი და იღბლიანი ვარ, რომ ეს ქალი ჩემი ცოლია. დღეს მან თავის სტუდენტებს ანატომია ძალიან ორიგინალური გზით ასწავლა. ბავშვები გაგიჟდნენ, ბრავო ვერონიკა,“ - წერს ვერონიკას ქმარი სოციალურ ქსელში.

ვერონიკას პერსონით სხვადასხვა გამოცემები და ტელევიზიებიც დაინტერესდნენ.

"იცით რა რთულია ბავშვებისთვის ყოველივეს გაგება? მათ ვიზუალიზაცია უფრო უმარტივებთ აღქმას. ბევრს ვფიქრობდი, თუ როგორ მეჩვენებინა მათთვის, როგორ მიმეწოდებინა ისე, რომ მარტივად გაეგოთ და ეს მეთოდი ვიპოვე. გაამართლა, რაც ძალიან მახარებს..

როდესაც კლასში შევედი, გრძელი პალტო მეცვა, შემდეგ გავიხადე. ბავშვებმა რომ დამინახეს, საოცარი რეაქცია ჰქონდათ, ზოგი ტაშს მიკრავდა, ზოგი თვალებზე ხელს იფარებდა, ზოგი ყვიროდა, ვაუ, რა მაგარია“, - ციტირებს ესპანური გამოცემა El Pais პედაგოგის სიტყვებს..

ვაქცინამ სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 76%-იანი, მძიმე დაავადების მიმართ კი 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა - უახლესი კვლევა  "ასტრაზენეკას" შესახებ

"ეს შეცდომა იყო...პატიებას ვთხოვ მოქალაქეებს" - ანგელა მერკელმა სააღდგომოდ მკაცრი "ლოქდაუნის" შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა

პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ორჯერ მონაწილეობის უფლება მიენიჭა - შესაბამისი კანონი რუსეთის დუმამ დაამტკიცა