ავტორი:

"არ იფიქროთ გამარჯვებაზე!" - ქვეყნის პირველი "მასტერშეფი" მეორე სეზონის ფინალისტებს მიმართავს

"არ იფიქროთ გამარჯვებაზე!" - ქვეყნის პირველი "მასტერშეფი" მეორე სეზონის ფინალისტებს მიმართავს

ქვეყნის ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუს "მასტერშეფის" ფინალამდე ერთი კვირა დარჩა. როგორც ჟიურის წევრები აღნიშნავენ, ფინალისტებს წინ ყველაზე დიდი გამოცდა ელოდებათ.

სანამ გავიგებთ, ვინ გახდება "მასტერშეფის" მეორე სეზონის გამარჯვებული, AMBEBI.GE ქვეყნის პირველ "მასტერშეფს", ია ძაგანიას დაუკავშირდა. როგორ აფასებს მეორე სეზონის კონკურსანტებს პირველი სეზონის გამარჯვებული და რას ურჩევს ფინალისტებს, წაიკითხეთ ინტერვიუში.

- როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება ქვეყნის #1 "მასტერშეფის" ტიტულის მოპოვების შემდეგ?

- მშვენიერი გრძნობაა, როცა პირველი ემოცია გადის, მშვიდდები და იაზრებ, რომ შენ "მასტერშეფის" პირველი სეზონის გამარჯვებული ხარ. დიდი ფინალის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ მოხდა, რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვალა. ყველაზე მთავარი ხალხის სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე სეზონი გადის, როგორც ჩანს, მაინც ვახსოვარ ხალხს. ყველგან - ქუჩაში თუ ჩემს რესტორანში - ვგრძნობ მათ სიყვარულსა და დადებით ენერგიას.

- რამდენად აქტიურად ადევნებ თვალს და როგორ აფასებ მეორე სეზონს?

- მეორე სეზონს აქტიურად ვადევნებ თვალს. გამიჭირდება პირველი და მეორე სეზონის შედარება, რადგან იქ სულ სხვანაირად ვუყურებდი ყველაფერს, ეკრანზე ყურება კი სულ სხვაა. ტელევიზორში ყურებისას მაყურებელი კიდევ ვერ ხვდება, ეს რამხელა სტრესია. "მასტერშეფის" სამზარეულოში ყველა დაძაბულია, დროის ფაქტორი საოცრად მოქმედებს... აბსოლუტურად მესმის მეორე სეზონის მონაწილეების და ვიცი, რასაც გრძნობენ.

- კასტინგების პერიოდში თუ გყავდა ფავორიტები?

- ფავორიტი არ მყოლია და არც ახლა მყავს. თუმცა კასტინგზე შავი ხინკალი რომ მოამზადა, ვფიქრობდი, რომ იქნებოდა ათეულში და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა, რომ ვერ მოხვდა. უშუალოდ ათეულს რაც შეეხება, ყველა კარგი კონკურსანტია. თავიდან ძალიან თანაბრად მიიწევდნენ წინ და რთული იყო იმის თქმა, თუ ვინ იყო ყველაზე ძლიერი და ვინ - ნაკლებად.

- მეორე სეზონის დავალებების ნაწილი შეიცვალა. რომელიმეზე გიფიქრია, ნეტავ, ეს ჩემს დროსაც ყოფილიყოო?

- მეორე სეზონში ნამდვილად ძალიან საინტერესო დავალებები იყო. მაგალითად, "წითელი და შავი" ძალიან მომეწონა და საშუალება რომ მქონოდა, მეც სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას.

- ფინალში ვის გულშემატკივრობ?

- გამიჭირდება ვინმეს გამორჩევა, სამივეს ვგულშემატკივრობ. ძალიან მონდომებულები არიან. ჩემი დაკვირვებით, ნუცა ძალიან პერფექციონისტია და ზუსტად აკეთებს ყველაფერს, დიმუ გულიანად ამზადებს, გაგა საკმაოდ თამამია. ძალიან რთული გზაა ფინალამდე გასავლელი და იქამდე თუ მიხვედი, უკვე გამარჯვებული ხარ.

- ფინალის წინ რას ურჩევ მონაწილეებს?

- იმაზე იფიქრონ, რომ ეს მათთვის ბოლო საშუალებაა, რომ თავიაანთი კერძი საჯაროდ წარმოადგინონ. გულით მოამზადონ, არ იფიქრონ გამარჯვებაზე, კონკურენციაზე და იფიქრონ მხოლოდ კერძზე.

შეგახსენებთ, "მასტერშეფის" მეორე სეზონის ფინალი 1-ლ იანვარს, 21:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"...სამი წლის წინ წარმოვთქვი ეს სიტყვები სვეტიცხოველში, თქვენს გვერდით ყოფნისას" - რომის პაპის წერილი ილია მეორეს

ინტერვიუ "პრემია იკას" პარტნიორის - "საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის" თავ­მჯდო­მა­რე გიგა კო­ბა­ლა­ძესთან

"ჩო­ლო­ი­ა­ნი იყო პირ­ვე­ლი, ვინც ჩემს ძმას ემუქ­რე­ბო­და, რომ მე შე­მექ­მნე­ბო­და პრობ­ლე­მე­ბი... და­კი­თხა რო­გორც კრი­მი­ნა­ლი" - ლუკა სირაძის ძმა