ავტორი:

2020 წლიდან ავტომანქანები გაიაფდება? - ქართველ ავტოდილერებს სომხეთის ბაზარი ეხურებათ

2020 წლიდან ავტომანქანები გაიაფდება? - ქართველ ავტოდილერებს სომხეთის ბაზარი ეხურებათ

მომავალი წლიდან საქართველოდან სომხეთში ავტომანქანების რეექსპორტი, შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს.

მიზეზი სომხეთის ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაა, სადაც წევრი ქვეყნებისთვის განბაჟების ერთობლივი ტარიფი მოქმედებს და იქ, მესამე ქვეყნებთან საქონლით ვაჭრობის დროს დამატებით, საკმაოდ მაღალი გადასახადებია დაწესებული.

დღეს სომხეთში მოქმედებს ერთიანი 10%-იანი გადასახადი მესამე ქვეყნებიდან შემოსულ ავტომანქანებზე (ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ის ქვეყნების გარდა). თუმცა, 2020 წლიდან სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტარიფებზე გადავა, რაც ნიშნავს, რომ განბაჟების გადასახადი განისაზღვრება მანქანის წლოვანებისა და ძრავის სიმძლავრის მიხედვით.

ასევე, გადასახადი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის შემოჰყავს ქვეყანაში ავტომობილი - კერძო პირს საკუთარი მოხმარებისთვის, თუ ავტოდილერს გასაყიდად. ორივე შემთხვევაში გადასახადი რამდენჯერმე მაღალი იქნება, ვიდრე ახლა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი - ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ეგიდით მოქმედებს და სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს მოიცავს. ორგანიზაცია თავის წევრებისთვის მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის გადაადგილების თავისუფლებას უზრუნველყოფს.

2015 წლიდან სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა და ავტომატურად ამ ორგანიზაციის საბაჟო კავშირის წევრი გახდა. იმავე 2015 წელს გადაწყდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა ქვეყანაში საბაჟო გადასახადების გათანაბრება. ამ პროცესის საბოლოო მიზანი საერთო ბაზრის ჩამოყალიბება უნდა გახდეს. სომხეთში საბაჟო გადასახადების გაზრდა გადაიდო 2020 წლამდე, ანუ ზოგიერთი საქონლისთვის გამონაკლისი დაუშვეს.

ივარაუდებოდა, რომ 2020 წლამდე სომხეთის ხელისუფლება ცვლილებებთან ქვეყნის ეკონომიკის ადაპტირებას შეძლებდა.

შესაბამისად, 2020 წლიდან ახალი რეგლამენტი სრულად ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, თუ მანქანა პირადი მოხმარებისთვის ჩამოჰყავს მოქალაქეს, 3 წლამდე წლოვანების შემთხვევაში გადასახადი მანქანის ღირებულებაზე იქნება დამოკიდებული - თუკი მანქანის ღირებულება არ აჭარბებს 8500 ევროს, განბაჟების ფასი ღირებულების 54% იქნება. ასევე, ძრავის მოცულობის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე- 2,5 ევრო.

8500-16700 ევროს ღირებულების შემთხვევაში მყიდველს 48%-ის გადახდა მოუწევს, ძრავის თითოეულ კუბურ სმ-ზე კი- არანაკლებ 3,5 ევრო. ავტომობილის 16 700 - 42 300 ღირებულების შემთხვევაში მოქალაქეები ასევე 48%-ს გადაიხდიან, თუმცა, 5,5 ევროს ძრავის კუბურ სანტიმეტრზე.

და ბოლოს, პრემიუმ კლასის მანქანებისთვის დაწესდა ღირებულების 48% და კუბურ სანტიმეტრზე 20 ევრო.

საბაჟო გადასახადები განსაკუთრებით გაიზრდება ძველი მანქანებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი ავტოდილერები ახლა იაფად ყიდულობენ და ქვეყანაში დიდი რაოდენობით შეაქვთ, რათა შემდეგ შეაკეთონ და ამით მოგება ნახონ წაიკითხეთ ვრცლად

იტალიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - პოლიციამ ჩხრეკისას მოპარული პროდუქცია ამოიღო

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა